სტუ-ის ვაჟთა გუნდი ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფრენბურთელ ვაჟთა სტუდენტურმა გუნდმა საქართველოს 2024 წლის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ოქროს თასი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დაძაბულ ფინალურ ბრძოლაში, რომელიც თბილისში გაიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა საფრენბურთო კლუბი „ბათუმი“ ანგარიშით – 3:2 დაამარცხა და წლევანდელი ეროვნული ტურნირის გამარჯვებული გახდა.
სტუ-ის ფრენბურთელთა ჩემპიონ გუნდს, რომლის შემადგენლობაში არიან სტუდენტები: ალექსი ზაქაიძე, ხასი ხალილოვი, ალექსანდრე ქაჩიბაია, დავით ცხომარია, ბადრი ნუცუბიძე, ივანე გეჯაძე, დავით გუდაძე, გოგა ბუაძე, პეტრე ლობჟანიძე, მამუკა ჭახნაკია, თორნიკე კამკამიძე, გარი კურაზიანი, ბექა ყველაშვილი, სანდრო ნაცვლიშვილი, მწვრთნელი სოსო ლობჟანიძე და მთავარი მწვრთნელი სულხან ახვლედიანი, საქართველოს ფრენბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ჩემპიონის ოქროს თასი, მედლები და 10 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადასცა. II და III ადგილები კი ბათუმისა და გორის საფრენბურთო კლუბებმა გაინაწილეს.
გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი ფრენბურთელი უმაღლესი ლიგა 2024-ის საუკეთესო მოთამაშეებს შორის დაასახელეს. ფრენბურთის ეროვნულმა ფედერაციამ საუკეთესო გამთამაშებლად – ალექსანდრე ქაჩიბაია, საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად – ალექსი ზაქაიძე, ხოლო საუკეთესო ლიბეროდ – გოგა ბუაძე აღიარა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, ფრენბურთის საუნივერსიტეტო გუნდს ეროვნულ ჩემპიონატში ღირსეულ გამარჯვებას ულოცავს და სტუდენტ ფრენბურთელებსა და მათ მწვრთნელებს მორიგ წარმატებებს უსურვებს.
რექტორის განაცხადებით, ეროვნულ ტურნირებში გამარჯვება, ერთი მხრივ, ძლიერ მოტივაციას უქმნის ახალგაზრდებს, მეტად ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში, ხოლო მეორე მხრივ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას – სპორტში წარმატებული სტუდენტებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები აამოქმედოს და სპორტის სახეობების განვითარებაზე იზრუნოს.
„ვულოცავთ ჩვენს ახალგაზრდებს ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციას, მხარდაჭერისთვის – საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს. ჩემპიონი გუნდის დაჯილდოებაზე, თავის მხრივ, უნივერსიტეტიც აუცილებლად იზრუნებს. გამარჯვება გვიქმნის ძლიერ მოტივაციას, პოპულარიზაცია გავუწიოთ და მეტად განვავითაროთ საუნივერსიტეტო სპორტის სახეობები, რათა მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა მოვიზიდოთ სტუდენტურ გუნდებში“,- აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.
ფრენბურთში საქართველოს 2024 წლის ეროვნული ჩემპიონატი საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...