სტუ-სა და კურორტების განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტი, პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და სამეცნიერო კვლევების გააქტიურებას გეგმავს.
დოკუმენტს სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა მოაწერეს ხელი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განაცხადებით, მემორანდუმი მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, კურორტებისა და საკურორტო პოტენციალის შესახებ სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ერთობლივ სამეცნიერო ღონისძიებების გამართვას, ასევე, საკურორტო ადგილებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას გულისხმობს.
„ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი ჩვენს უნივერსიტეტსა და კურორტების სააგენტოს შორის მყარი პარტნიორობის გარანტი გახდება, რაც საშუალებას მოგვცემს, ერთობლივად ვიზრუნოთ ახალგაზრდა, კონკურენტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადებაზე. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობა საუნივერსიტეტო სივრცეში ახლად შექმნილ მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტსა და კურორტების სააგენტოს შორის, რაც სამეცნიერო ღონისძიების ერთობლივად გამართვის შესაძლებლობას, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერას და ერთგვარი კვლევითი პლატფორმის შექმნას გულისხმობს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
როგორც კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა აღნიშნა, სააგენტო იზიარებს მულტიდისციპლინური კვლევების მნიშვნელობას გამაჯანსაღებელ ტურიზმში. მისი თქმით, აღნიშნული მიმართულება პრიორიტეტულია და პასუხობს იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომელთა სწორ მართვასაც ტურიზმის სექტორი მდგრად განვითარებამდე მიჰყავს.
„ვიზიარებთ მულტიდისციპლინური კვლევების მნიშვნელობას, როგორც ჯანმრთელობის, ასევე, გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებაში, რასაც შეუძლია ახალი სიცოცხლე მისცეს ჩვენი ქვეყნის კურორტებს. აკადემიურ წრეებთან პარტნიორობით, თავს მოვუყრით სამეცნიერო ინფორმაციას, რაც დარგის ეფექტური განვითარების წინაპირობა გახდება. ჩვენი ინიციატივაა, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივად გავუწიოთ ორგანიზება და ტრადიციული ხასიათი შევძინოთ სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების ჩატარებას, ბუნებრივი რესურსების ეფექტურ მართვაში სამეცნიერო წრეების ჩართულობას, ვიზრუნოთ ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადებაზე და ამით ხელი შევუწყოთ საქართველოს კურორტების მდგრად განვითარებას”, – აღნიშნა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.
მემორანდუმს ხელი მოეწერა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „ბუნებრივი რესურსები და კურორტები, როგორც მდგრადი განვითარების ფაქტორები“ – ფარგლებში. კონფერენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების, მთის მდგრადი განვითარების და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების, გრიგოლ რობაქიძისა და პორტუგალიის ტექნიკური უნივერსიტეტების, კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...