სტუ-სა და „პარაგრაფ თბილისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „პარაგრაფ თბილისს“ შორის, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ინიციატივით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა და „პარაგრაფ თბილისს“ გენერალურმა მენეჯერმა იან თომას კარლ ვან ოპსტალმა.
სტუ-ის კანცლერის თქმით, მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, რაც თავის თავში გულისხმობს ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, კვლევების და ინიციატივების განხორციელებას. როგორც კარლო კოპალიანმა აღნიშნა, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისთვის, სადაც ადმინისტრირებისა და ტურიზმის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება, ამდენად „პარაგრაფ თბილისსთან“ გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვანია.
„ღონისძიებები, რომელიც სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების მიერ დაიგეგმა გასულ და მიმდინარე სასწავლო წელს, ეს იქნება დასაქმების ფორუმი, თუ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, ძალიან კარგი პლატფორმაა სტუდენტების დასაქმებისთვის. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მუდმივ რეჟიმში აქვს კომინიკაცია. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ სტუდენტის ინტერესს და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ ორგანიზაციასთან ვითანამშრომლოთ. „პარაგრაფ თბილისი“ არის წარმატებული ბიზნესი, ამიტომ, დღეს, უნივერსიტეტსა და სასტუმროების ქსელთან გაფორმებული მემორანდუმი, არის ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის გაფართოვებისა და გაღრმავების გარანტი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენი მიზანია სტუდენტებს მივცეთ პრესტიჟულ ორგანიზაციებში დასაქმების საშუალება. სასტუმროების ქსელში – „პარაგრაფ თბილისი“, მემორანდუმის თანახმად, 15 სტუდენტი გაივლის სრულ კურსს. სტუდენტები ჩაერთვებიან რეალურ სამუშაო პროცესებში, განახორციელებენ პრაქტიკულ აქტივობებს და ეყოლებათ მენტორი. მადლობას მოვახსენებ ბატონ იან თომას კარლ ვან ოპსტალს და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „პარაგრაფ თბილისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 5 წლის ვადით გაფორმდა.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...