სტუ-სა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა
img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტის პრიორიტეტი მაღალკვალიფიციური, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცის უზრუნველყოფის გარდა, სტუდენტების დასაქმება და მათი პროფესიონალად ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.
„ჩვენი მთავარი ამოცანა სტუდენტისათვის შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცის არსებობაა, მიზანი – მაღალკვალიფიციური კადრის მომზადება და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კი სტუდენტებისთვის კარიერულ წინსვლაში მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველა შესაძლებლობას იყენებს, ხელი შეუწყოს სტუდენტს გარანტირებული მომავლის შექმნაში. დღეს მორიგ თანამშრომლობის მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რაც გულისხმობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, ხელი შევუწყოთ სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები საქსტატთან ურთიერთობის გზით, გამოცდილებას მიიღებენ, გაივლიან პრაქტიკასა და სტაჟირებას. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს პარტნიორებს და სტუდენტებს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს, აკადემიურ პერსონალს თანამშრომლობისთვის. როგორც გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, სტატისტიკის ეროვნული სამსახური მზადაა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისი გასაუბრების შედეგად, შერჩეული სტუდენტები უზრუნველყოს სტაჟირების გავლისათვის აუცილებელი სათანადო პირობებით, ასევე, საქსტატისათვის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უნივერსიტეტში ჩაატარებენ საჯარო ლექციებს სტუდენტებისათვის აქტუალურ თემებზე. სამსახური ხელს შეუწყობს საქსტატის მიერ გამოცხადებულ სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობას.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...