სტუ-სა და სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ერეკლე კეჟერაშვილმა მოაწერეს ხელი.
ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ სტუ-ის და სააგენტოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის რკინიგზის ტრანსპორტის პროგრამის სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები, გახსნა ვიცე-რექტორმა.
როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, უნივერსიტეტისა და სააგენტოს პარტნიორობა ფაკულტეტისა და, შესაბამისად, სტუდენტებისთვის ნაყოფიერი და მრავალმხრივი იქნება და არაერთი წარმატების მომტანი გახდება.
ცნობისათვის – სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ისტორია 1928 წლიდან იწყება. ფაკულტეტზე ხორციელდება საქართველოსა და ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული, მულტიდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის, ისეთი პროგრამები, რომელთაც საქართველოში ანალოგები არ გააჩნია.

„ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი ჩვენს უნივერსიტეტსა და სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს შორის მყარი პარტნიორობის გარანტი გახდება, რაც საშუალებას მოგვცემს, ერთობლივად ვიზრუნოთ ახალგაზრდა, კონკურენტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადებაზე.
თანამშრომლობა მოიცავს სააგენტოს მიერ უნივერსიტეტისთვის ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას, უნივერსიტეტში მოქმედი „კვლევებისა და ინოვაციების მხარდამჭერი პროგრამის“ (ReINNOVA) ფარგლებში თანამშრომლობას, რაც სამეცნიერო ღონისძიების ერთობლივად გამართვის შესაძლებლობას, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და ზოგადად, რკინიგზის დარგის განვითარებას გულისხმობს,“ – განაცხადა თამარ წერეთელმა.
ვიცე-რექტორმა ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან ერთობლივ ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელება მემორანდუმის ფარგლებში უახლოესი მომავლიდან დაიწყება. თამარ წერეთლის განცხადებით, რეგულარულ ხასიათს მიიღებს მეცნიერთა და სტუდენტთა მონაწილეობით ერთობლივი სამეცნიერო დისკუსიები, სიმპოზიუმები, კონფერენციები, ტრენინგები და სემინარები.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...