სტუ-ში, ARC Informatique-სთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია — „დიგიტალიზაცია და მდგრადობა PcVue პლატფორმით“
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ფრანგულ კომპანიას – „არქ ინფორმატიკ“ (ARC Informatique), შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა კი, ხელშეკრულების ფარგლებში, უცხოელ პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო კონფერენცია — „დიგიტალიზაცია და მდგრადობა PcVue პლატფორმით“ — ჩაატარა.
ხელშეკრულებას, რომლის მიზანია ინოვაციური ტექნოლოგიური პროცესების განვითარებაში თანამშრომლობა და პარტნიორობა, ასევე, ავტომატიზაციის სფეროში ახალი საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიური მასალების შექმნა, ხელი მოაწერეს სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა და ARC Informatique-ის პრეზიდენტმა პიერ დე ბაიენკურ დი კურკოლიმ.
სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ხელშეკრულების ფარგლებში უნივერსიტეტი და კომპანია ერთობლივი პროგრამებისა და ინდივიდუალური პროექტების განსახორციელებლად გრძელვადიან თანამშრომლობას გეგმავენ.
„ხელშეკრულებით საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობას, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებასა და კონფერენციას აკადემიურ პერსონალთან ერთად, ესწრებიან ბიზნეს სექტორის ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები, რომელთა მოთხოვნების გათვალისწინება სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია. ჩვენ ბაზარს უნდა შევთავაზოთ კონკურენტუნარიანი სპეციალისტები. წარმატებებს ვუსურვებ უნივერსიტეტს და პარტნიორებს“, — განაცხადა კარლო კოპალიანმა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ARC Informatique-ის შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიება გაგრძელდა კონფერენციით — „დიგიტალიზაცია და მდგრადობა PcVue პლატფორმით“.
კონფერენცია გახსნა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა. როგორც პროფესორმა თალიკო ჟვანიამ აღნიშნა, კონფერენციის მიზანია ARC Informatique-თან თანამშრომლობის ფარგლებში, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, რეალური პროექტების მაგალითზე, გამოცდილების გაზიარება.
„კომპიუტინგის და ავტომატიზაციის მიმართულებით ჩვენი ფაკულტეტი რეგიონში არის ერთადერთი, რომელსაც აქვს 65 წლიანი გამოცდილება და ტრადიციები. ჩვენთან, 26 საგანმანათლებლო პროგრამას, სამივე საფეხურზე 4000-მდე სტუდენტი ეუფლება. სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ – ბიოსამედიცინო ინჟინერია, მოიპოვა ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში ამერიკული სააკრედიტაციო სააგენტოს – ABET აკრედიტაცია. ეს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხის, აკადემიური პერსონალის, სასწავლო და ლაბორატორიული ბაზების, ზოგადად, საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო პროცესების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურებაა. ინოვაციების წახალისება და მხარდაჭერა, ტექნოლოგიური წინსვლის ხელშეწყობა, ჩვენი მთავარი მიზანია. გვაქვს ამბიცია ვიყოთ ლიდერები. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა ARC Informatique-თან ამ კუთხით წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, — განაცხადა თალიკო ჟვანიამ.
კონფერენციას – “დიგიტალიზაცია და მდგრადობა PcVue პლატფორმით“ ესწრებოდნენ ქართველი, ფრანგი, აზერბაიჯანელი მეცნიერები და მკვლევრები. კონფერენცია ორ სექციად ჩატარდა.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...