სტუ -ში დანტეს საერთაშორისო დღე, პოეტ დათო მაღრაძესთან ერთად, თემით – “მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად”, აღინიშნა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობითა და დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტეტთან პარტნიორობით, დანტე ალიგიერის საზოგადოების წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა – დანტეს საერთაშორისო დღე (Dantedi 2024), პოეტ დათო მაღრაძესთან ერთად, თემით – “მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად”, აღნიშნა.
ღონისძიებას, რომელიც გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ესწრებოდნენ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონო, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე, პოეტი და საზოგადო მოღვაწე დათო მაღრაძე, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტეტის პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ცერცვაძე, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები, ქართული აკადემიური, კულტურისა და ხელოვნების წრეების წარმომადგენლები, ასევე, ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პედაგოგები, კურსების მსმენელები და მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. სტუ-ის რექტორმა მადლობა გადაუხადა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანს ელჩს საქართველოში ღონისძიებაში მონაწილეობისა და უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებით საინტერესო პროექტების მხარდაჭერის წინადადების გაჟღერებისთვის. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, ყოფილ ელჩს, ბატონ ენრიკო ვალვოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მეგობრობა და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებდა და გამოთქვა იმედი სამომავლოდ ურთიერთობის გაღრმავების შესახებ. დავით გურგენიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტში მიმდინარე ერთობლივ საერთაშორისო პროექტებზე, რომლებიც საქართველოში იტალიის საელჩოსა და დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება.
„საქართველოს ტექნიკურ უკვე უნივერსიტეტში ტრადიციად დამკვიდრდა დანტე ალიგიერის საზოგადოების წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის, დანტეს საერთაშორისო დღის აღნიშვნა. შემთხვევითი არაა, რომ წელს ჩვენი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სტუმარი პოეტი და საზოგადო მოღვაწე დათო მაღრაძეა, რომელსაც იტალიასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს. ის არის „სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერი“, ხოლო დანტე ალიგიერის საზოგადოებამ ოქროს მედლითა და საპატიო დიპლომით დააჯილდოვა. პოემა „ბარაქიანი მიწა“ ნათარგმნია ინგლისურ, იტალიურ, შვედურ, ესპანურ, რუსულ ენებზე და მას უაღრესად მაღალი შეფასებები მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე ევროპულ ქვეყნებში. ხოლო ფრაზა – “აჩრდილი დადის ევროპაში, პოეზიის აჩრდილი დადის, – მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად…” არის მთავარი გზავნილი. სასიხარულოა, რომ დათო მაღრაძე ჩვენი მეგობარია და მადლობა მას სტუმრობისთვის. მადლობა მინდა მოვახსენო ჩვენს საპატიო სტუმრებს მასიმილიანო დ’ანტუონოს და ფაბიოლა ალბანეზეს, ყველას, ვინც ღონისძიების ორგანიზებაში მიიღო აქტიური მონაწილეობა და მათ, ვინც გვეწვია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივით, იტალიაში საქართველოს საელჩოს და ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის მხარდაჭერით, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ჩართულობითა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს ჰიბრიდული დიდაქტიკური ცენტრი – „დანტეს კაბინეტი“. ასევე, იტალიური ენა, სილაბუსის სახით, ჩვენი უნივერსიტეტის სასწავლო გეგმაშია ასახული. დარწმუნებული ვარ, რომ უნივერსიტეტსა და საელჩოს, ასევე დანტეს საზოგადოებას შორის თანამშრომლობა და მეგობრობა სამომავლოდ იმდენად გაძლიერდება, რომ შეიქმნება მყარი ფუნდამენტი ორი ქვეყნის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული სივრცეების დაახლოებისთვის“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონომ. მან მადლობა გადაუხადა აკადემიკოს დავით გურგენიძეს მზაობისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იტალიის წამყვან უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილის გამოხატვისთვის. „დღეს გავიცანი განსაკუთრებული ადამიანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია უნივერსიტეტის წარმატებებთან. ბატონ დავითს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის. წარმატებებს ვუსურვებ უნივერსიტეტს“, – აღნიშნა ელჩმა თავის გამოსვლაში.
დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ნინო ცერცვაძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს მხარდაჭერისთვის, ასევე, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონოს, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზეს, პოეტ და საზოგადო მოღვაწე დათო მაღრაძეს, სტუმრებს, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს.
დავით მაღრაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და დანტე ალიგიერის საზოგადოებას საღამოს ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და ისაუბრა პოეზიის როლსა და მისიაზე თანამედროვე სამყაროში. პოეტმა წაიკითხა ლექსები იტალიაში გამოცემული თავისი კრებულებიდან, ამავე ლექსების იტალიური თარგმანები კი დანტე ალიგიერის საზოგადოების პედაგოგებმა წაიკითხეს.
ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოების წინაშე სტუ-ის სახალხო-თეატრ „მოდინახეს“ მოყვარული მსახიობები წარდგნენ.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...