სტუ-ში ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ილია ჭავჭავაძის 187 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, შემეცნებითი ტური გაიმართა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წმინდა ილია მართლისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა გამართა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივას ილია ჭავჭავაძის, მწერლისა და პუბლიცისტის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ღონისძიებების ჩატარების შესახებ.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 8 ნოემბერს დაიწყო და 14 ნოემბრამდე გასტანს ღონისძიებათა ციკლი, რომელიც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას უკეთ გააცნობს სტუდენტებს, საქართველოს მომავალ თაობას. ღონისძიებათა ციკლი მიზანმიმართულად დავიწყეთ ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმიდან. ეს არის ადგილი, სადაც უდიდესმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწემ, მწერალმა, პოეტმა და პუბლიცისტმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. აქ იმართებოდა ცნობილი „ხუთშაბათობები“, აქ იბადებოდა და იწერებოდა ილიას ნააზრევი, რაც დღეს ჩვენი ეროვნული საგანძურია. აქ იყო გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. „საპოლიტიკო და სალიტერატურო“ „ივერიამ“ დიდი როლი ითამაშა როგორც ეროვნული თვითშეგნების გაღვივებაში, ასევე ევროპეიზმის იდეის დამკვიდრებაში. ილია ჭავჭავაძე ყოველთვის ფხიზლად იდგა ქართული ზნეობისა და იდეოლოგიის მცველად. ის ყურს უგდებდა თავისი „ქვეყნის ძარღვის ცემას“, ნატრობდა ევროპაში მოზეიმე „ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა“ გაეგონა საქართველოში.
დღეს, დიდი საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 184 წლის შემდეგ, ქართველი ერი, წმინდა ილია მართლის სამშობლო დამოუკიდებელი და თავისუფალია. დღეს, როგორც არასდროს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ილიას წარსულისაგან შობილმა აწმყომ შვა მომავალი, რომელსაც ევროპისკენ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით მივყავართ. ჩვენი, პედაგოგების ვალია მომავალ თაობებს გადავცეთ ილიას მოძღვრების ბრწყინვალება ისე, რომ მათ შეძლონ მამულისთვის, ენისა და სარწმუნოებისთვის დაუღალავი სწავლა და შრომა – ეს არის „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა“, რომელიც უკეთესი მომავლის გარანტიაა“, – აცხადებს დავით გურგენიძე.
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილის თქმით, ილია ჭავჭავაძის კვირეულის ფარგლებში, ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმში ჩატარებული შემეცნებითი ტურის შემდეგ, ფაკულტეტი გეგმავს სამეცნიერო კონფერენციის და საჯარო ლექციების ჩატარებას.
Related
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...