სტუ-ში ისრაელის ბარ-ილანის უნივერსიტეტის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ლავრენტი გუდავაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია ბარ-ილანის (ისრაელის სახელმწიფო) უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ბარ-ილანის უნივერსიტეტს (BIU) წარმოადგენდნენ: უნივერსიტეტის პრეზიდენტის მოადგილე, პროფესორ მოშე ლევენშტაინი; აღმასრულებელი დირექტორი ზოარ იინონი; ბარ-ილანის უნივერსიტეტის საერთაშორისო სკოლის აღმასრულებელი დირექტორი ოფერ დაჰანი; ამავე სკოლის აკადემიური ხელმძღვანელი, პროფესორ რივკა თუვალ მაშიაჰი, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი იაელ ტოლედანო და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ეითან ოკუნი. მხარეებმა ორ უნივერსიტეტს შორის სამომავლო კოლაბორაციის შესაძლებლობები განიხილეს.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობის ერთ-ერთი მყარი საფუძველი ორი ქვეყნის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეებს შორის კოოპერაცია იქნება. ამ პროცესში უნივერსიტეტებს თვალსაჩინო როლი აკისრიათ.
“ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობა მრავალი საუკუნის წინ დაიწყო საქართველოს მიწაზე და სულ უფრო და უფრო მყარდება. კარგად გვესმის, რომ ურთიერთობის ერთ-ერთი მყარი საფუძველი ორი ქვეყნის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა. ჩვენი დღევანდელი სამუშაო შეხვედრა სწორედ ამის დასტურია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1922 წელს დაარსდა და არის ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი საინჟინრო-ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლა, სადაც, ასევე, ისწავლება ჰუმანიტარული მეცნიერებები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აკადემიური მიმართულებით, მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე, გვაქვს კოლაბორაცია არიზონის უნივერსიტეტთან.
გარდა ამისა, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, სამეცნიერო კოლაბორაცია გვაკავშირებს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ სამეცნიერო ცენტრთან – Fermilab-თან, რომლის DUNE ექსპერიმენტში ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები მონაწილეობენ. დიდი სურვილი გვაქვს, ბარ-ილანის უნივერსიტეტთან მრავალმხრივი კოოპერაციის შესაძლებლობები გაგვიჩნდეს, გაფართოვდეს და გაღრმავდეს როგორც აკადემიური, ასევე, სამეცნიერო კოლაბორაციები და ისეთ მრავალფეროვან, გლობალურ ჭრილში წარიმართოს, როგორც ეს ევროპის, ამერიკის თუ აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან, უდიდეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან გვაქვს”, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
ბარ-ილანის უნივერსიტეტის (BIU) წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს მადლობა გადაუხადეს და სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მხარეები მზად არიან, საქართველო-ისრაელის სამეცნიერო თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტების ლაბორატორიები კვლევით ბაზად იქნას გამოყენებული.
ცნობისთვის: ბარ-ილანის უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი კვლევითი უნივერსიტეტია, რომელიც 1955 წელს დაარსდა და მეცნიერებაში დიდი მიღწევებით ქვეყნის განვითარებაში წარუშლელი კვალი დატოვა. უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 70 სტუდენტით დაიწყო და დღევანდელი მონაცემებით იქ 17 000 სტუდენტი სწავლობს.
უნივერსიტეტის ათი ფაკულტეტიდან ოთხი საბუნებისმეტყველო საგნებზეა ფოკუსირებული. მათ შორისაა, ინჟინერია, მედიცინა, ზუსტი მეცნიერებები (ფიზიკა, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერებები, ბიოფიზიკა და მათემატიკა) და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...