სტუ-ში მე-18 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელისუფლება და საზოგადოება-2024“ გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, ღია დიპლომატიის ასოციაციისა და სამეცნიერო ჟურნალის „ხელისუფლება და საზოგადოება – ისტორია, თეორია, პრაქტიკა“ ორგანიზებით, ყოველწლიური, რიგით მე-18 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელისუფლება და საზოგადოება-2024“ გაიმართა.
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს.
მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ კონფერენციაში ქართველი მეცნიერების გარდა, Zoom პლატფორმის მეშვეობით მონაწილეობენ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები.
როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ განაცხადა, საჯარო მმართველობა საქართველოში შედარებით ახალი დარგია, თუმცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ სფეროში საგანმანათლებლო პროგრამა დანერგა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მრავალი წარმატებისა და სიახლის შემოქმედია. დიდია მისი წვლილი მეცნიერების განვითარებაში. ერთ-ერთი დასტური დღევანდელი კონფერენციაა, რომელმაც მეთვრამეტედ შეკრიბა მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, რათა ფორუმზე წარმოადგინონ სამეცნიერო საქმიანობის შედეგები ისეთ ურთულეს დარგში, როგორიცაა საჯარო მმართველობა და განიხილონ სახელმწიფოსა და საზოგადოების თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი პრობლემები. მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ დღეისთვის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის პროფესორთა შემადგენლობის 60%-ი სწორედ საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულია.
საჯარო მმართველობის დოქტორანტებმა მრავალჯერ მოიპოვეს შოთა რუსთაველის გრანტი, რითაც საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ საზღვარგარეთის საჯარო მმართველობის პრაქტიკას.
საჯარო მმართველობის მიმართულების სტუდენტები პრაქტიკას გადიან გერმანიაში, განსაკუთრებით აქტიური თანამშრომლობა აკავშირებთ მათ ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის ინსტიტუტთან. ამ ინსტიტუტის პროფესორი ვილჰელმ ჰოიზერი, ასევე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და საპატიო დოქტორი.
ვილჰელმ ჰოიზერი, სხვა გერმანელ კოლეგებთან ერთად თითქმის ყოველ წელს ჩამოდის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და ასევე საჯარო ლექციების ჩასატარებლად. მას მიჰყავს სასწავლო კურსი მაგისტრატურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაში, ხოლო პროფესორი შტეფან ჰუტერი „საჯარო მმართველობის“ ინგლისურენოვანი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის თანახელმძღვანელია. ვსარგებლობ შემთხვევით და დიდი პატივისცემით მოგესალმებით კონფერენციის მონაწილეებს, მადლიერებით მივმართავ ორგანიზატორებს, დეკანს, რუსუდან ქუთათელაძეს და დიდ წარმატებას ვუსურვებ დღევანდელ ფორუმს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ლომინაძემ.
საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი მიესალმა.
„წელს კონფერენციაზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის უცხოელი მეცნიერების. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი, გამოვა შრომების კრებული, რომელსაც ექნება საერთაშორისო ინდექსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის“, – აღნიშნა თამარ წერეთელმა.
ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვილჰელმ ჰოიზერმა კონფერენციის ორგანიზატორებს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
როგორც ჰოიზერმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ზარლაანის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს, რაც საშუალებას იძლევა ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა, ასევე სტუდენტებმა, ერთობლივი კვლევები აწარმოონ.
კონფერენცია გაგრძელდა სექციურ ფორმატში. მომხსენებლები განაწილდნენ 3 სექციად: საჯარო მმართველობის და საჯარო პოლიტიკის თეორია, პრაქტიკა და მეთოდოლოგია; პოლიტიკა და კულტურა; საჯარო მმართველობის ეკონომიკური საკითხები და სამართლებრივი ბაზა.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...