სტუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელთათვის ტრენინგი ჩატარდა
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელთათვის, ფაკულტეტის პროფესორმა, პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელმა თეა ბარამაშვილმა, ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „სასწავლო პროცესის დაგეგმვა და პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემა“.
ტრენინგს, რომელიც ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის პროფესიული სწავლების ცენტრის თანამშრომლობით ჩატარდა და მისი მიზანია პროფესიული განათლების განმახორციელებელთა და პედაგოგთა მხარდაჭერა სწავლა-სწავლების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში, დაესწრნენ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მასწავლებლები.
სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორის თქმით, ტრენინგის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ დეტალური ინფორმაცია შეფასების პრინციპების, შეფასების სისტემის, სასწავლო პროცესის დაგეგმვისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისა და სხვა აუცილებელი პროცესების შესახებ. თეა ბარამაშვილის თქმით: „ჩვენი გუნდის პრიორიტეტია, პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი. ამასთან, საწავლო პროცესს უძღვებოდეს მაღალკვალიფიციური კადრი. შესაბამისად, მსგავსი ტრენინგების განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან მასწავლებელს ეძლევა შესაძლებლობა, პროფესიული განათლების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და საუკეთესო მაგალითებს გაეცნოს, შეისწავლოს სასწავლო პროცესის განხორციელებისათვის აუცილებელი პრინციპები“.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე არსებული ყველა პროფესიული პროგრამის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. მათ გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, 15 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის: გრაფიკული დიზაინის შესრულება; ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები; სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა; ავტომობილის ელექტრული სისტემის შეკეთება; ავტომობილის ძრავას შეკეთება; მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი; მექატრონიკა; სარკინიგზო გადაზიდვები; საბაჟო საქმე; საოფისე საქმე; ღონისძიების ორგანიზება; სამკერვალო წარმოება; ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება; ხის მხატვრული დამუშავება და ჰაერის კონდიცირება, ხორციელდება.
Related
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...