სტუ-ში საერთაშორისო საგრანტო პროექტის Erasmus+ CBHE– EU-AGM განხორციელება დაიწყო
სტუდენტებისთვის საერთაშორისო საგრანტო პროექტის Erasmus+ CBHE– EU-AGM (Joint societal challenge driven circular economy energy education between Azerbaijan, Georgia, Greece, Moldova and Romania) განხორციელება დაიწყო, სადაც მონაწილეობს საქართველოს სამი უნივერსიტეტი:
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU)
- შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU)
- აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ATSU)
პროექტის მიზანია პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ენერგეტიკის მიმართულებით არსებული სასწავლო კურსებისა და პროგრამების მოდერნიზაცია და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ცოდნის გავრცელება.
პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დისტანციური სწავლების ხელშეწყობას, ციფრული ლაბორატორიების დანერგვას და ინდუსტრიულ გამოწვევებზე დაფუძნებული სწავლების პრაქტიკების დანერგვას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
- 8 დისტანციური ლაბორატორიის შექმნა, რაც წვდომას მისცემს სტუდენტებს რეალურ ექსპერიმენტულ გარემოზე, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში;
- 500-ზე მეტი სტუდენტის გადამზადება;
- 8 სამეწარმეო გამოწვევის ჩატარება ადგილობრივ ინდუსტრიასთან თანამშრომლობით;
- ახალი სამაგისტრო, მოკლე და პროფესიული კურსების შექმნა და დანერგვა;
- ხარისხის გაუმჯობესების სისტემის დანერგვა და შეფასების ინოვაციური მეთოდების გამოყენება.
ცნობისათვის, პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და მისი განხორციელების პერიოდი შეადგენს 36 თვეს.
პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არა მხოლოდ საქართველოს განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას, არამედ ახალგაზრდა პროფესიონალების დასაქმებას და რეგიონულ განვითარებას, რაც სრულად ეხმიანება ევროკავშირის მიზნებს ენერგეტიკის მდგრადობისა და ინოვაციური განათლების მიმართულებით.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...