სტუ-ში საჯარო ლექცია გაიმართა – „ილია და ქართული ევროპეიზმი”
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ილია ჭავჭავაძის 187 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა მამუკა ჭანტურიამ, საჯარო ლექცია – „ილია და ქართული ევროპეიზმი” ჩაატარა.
ღონისძიება საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა გახსნა. როგორც პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა განაცხადა, უნივერსიტეტში ილიას კვირეული 8 ნოემბერს დაიწყო.
„ფაკულტეტი, ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში შემეცნებით ტურს საჯარო ლექციით აგრძელებს.
ჩვენ ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოში ილია ჭავჭავაძემ შექმნა ახალი ნაციონალური თვითშეგნება, ერთიანი ეროვნული სააზროვნო სივრცე და ნაციონალური კუთვნილების გარემო.
დიდი ილია ამბობდა: „ისტორია და წარმატება – მარჯვესი, გამრჯესი, მხნესი და მერმისისათვის მებრძოლის კუთვნილია. ამისთანად აღმოჩნდა ევროპიელი”. ქართული კულტურა, მწერლობა, ფილოსოფიური და ფილოლოგიური აზროვნება იმდაგვარია, რასაც მოგვიანებით ევროპულის სახელი დაერქვა.
იგი ევროპული კულტურის სადავეებთან დგას, მარად ეხმიანება იმით, რომ ევროპეიზმის დიდი შინაარსის განსაზღვრაში მონაწილეობს. ქართული ისტორიის კატაკლიზმების გამო ქართული კულტურა ევროპულს დრო და დრო ძალადობრივად მოწყდებოდა ხოლმე, მაგრამ გენეტიკური ერთიანობის განცდა კვლავ და კვლავ აბრუნებდა ევროპისაკენ.
ქართული კულტურა ამჟამადაც ევროპეიზმის კულტურული არეალის დიდი შინაარსის გამოვლენას წარმოადგენს. ამჟამად, ევროპასთან დაახლოებისა და ევროპულ კულტურაში ინტეგრირების თვალსაზრისით უპრეცედენტო შესაძლებლობების ეპოქაში ქართულ კულტურულ ცნობიერებას, მისი ღირებულებითი სისტემის ელემენტებს-ფილოლოგიას, ხელოვნებას, მწერლობას, ჰუმანიტარულ აზროვნებას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ევროპული კულტურის ამჟამინდელი კრიზისის დაძლევაში.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში ევროპეიზმის ერთ უაღრესად აქტუალურ, გამოვლინებად წარმოდგა ქართული საზოგადოებრივი აზრის მანიფესტაციის ევროპული ტექნოლოგია – პუბლიცისტიკა – აქტუალური საზოგადოებრივი პრობლემების გამოხატვის ფორმა. პუბლიცისტიკის ენა გახდა პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერების პრობლემათა მასობრივ აუდიტორიამდე მიტანის საუკეთესო ფორმა.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში პუბლიცისტიკის პოპულარობას ის ფაქტიც ცხადყოფს, რომ საზოგადოებრივ ასპარეზზე ნიჭიერი პუბლიცისტების მთელი თაობა გამოვიდა, რომელთა შორის განსაკუთრებით ორი დიდი მოღვაწე გამოირჩა – ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი. მათ ძალიან მალე გვერდში ამოუდგა ქართული პუბლიცისტიკის მესამე დიდი სახელი – ნიკო ნიკოლაძე. სწორედ პუბლიცისტიკის ენით შექმნა ილია ჭავჭავაძემ ქართული XIX საუკუნე, განსაზღვრა (რაც მთავარია, გაუცნობიერა ხალხს) ქვეყნის განვითარების გეზი და ქართველად მყოფობის პოლიტიკური ფილოსოფია“, – განაცხადა დეკანმა.
საჯარო ლექციის დასასრულს, ასოცირებულმა პროფესორმა მამუკა ჭანტურიამ სტუდენტების კითხვებს უპასუხა.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...