სტუ-ში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის გამოცდები მიმდინარეობს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024/2025 სასწავლო წლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის გამოცდები დაიწყო.
საგამოცდო პროცესი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა ადგილზე შეაფასეს.
სტუ-ის რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტი აქტიურად ემზადებოდა შიდა სამაგისტრო გამოცდებისთვის. დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტში აპლიკანტებს განახლებული სამეცნიერო-კვლევითი ბაზა და ლაბორატორიები ელით.
“მომავალ სტუდენტებს წარმატებებს ვუსურვებ მათ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მაგისტრანტთა ახალ ნაკადს განახლებული ინფრასტრუქტურით, სამეცნიერო-კვლევითი ბაზებითა და ლაბორატორიებით ხვდება.
სტუდენტებს ყველა პირობა აქვთ მაღალკვალიფიციური განათლება მიიღონ და მაღალპროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.
აღსანიშნავია, რომ მალე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნესტექნოლოგიების მიმართულებით ამოქმედდება სამწლიანი საბაკალავრო და ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამები.
ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც გამოვეხმაურეთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივას და აკრედიტაციის საბჭოს შესაბამისი პროგრამები წარვუდგინეთ.
ვსარგებლობ შემთხვევით და ნაყოფიერი გუნდური საქმიანობისა და საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანად მოდიფიცირებისთვის მადლობას ვუხდი ვიცე-რექტორს, თამარ წერეთელს, სასწავლო პროცესების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებს, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს და თითოეულ თანამშრომელს. მათ თავიანთი გამოცდილება და ენერგია არ დაიშურეს მომავალი მაგისტრანტთათვის საგამოცდო და სასწავლო პროცესების მაღალ დონეზე უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნავს დავით გურგენიძე.
ვიცე-რექტორის, თამარ წერეთლის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 53 სამაგისტრო პროგრამაზე საკონკურსოდ, საერთო ჯამში, 1034 ვაკანტური ადგილი გამოიტანა.
პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია 26 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, რეგისტრაცია კი საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულმა 1485 ბაკალავრმა გაიარა.
როგორც ვიცე-რექტორი აცხადებს, პირველი გამოცდა უცხო ენაში დღეს ჩატარდა, შედეგები მომდევნო დღეს, 4 სექტემბერს გამოქვეყნდება. სააპელაციო განაცხადები მიიღება 2024 წლის 3 სექტემბრიდან 5 სექტემბრის 12:00 საათამდე, გამოცდის ჩატარების ადგილზე.
საბოლოო შედეგები, აპელაციის გათვალისწინებით, 2024 წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნდება.
ვიცე-რექტორის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის სასპეციალიზაციო გამოცდები მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ჩატარდება და პირველადი შედეგები 6 სექტემბერს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.
საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება გამოცდის ჩატარების ადგილზე, 5 სექტემბრიდან 7 სექტემბრის 12:00 საათამდე.
სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები (აპელაციის გათვალისწინებით) უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარე წლის 9 სექტემბერს განთავსდება.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...