სტუ-ში სემინარი – „ეროვნული ენა და სახელმწიფო ენა 21-ე საუკუნეში“ გაიმართა
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, უნივერსიტეტისა და ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სამეცნიერო სიმპოზიუმის – „მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყაროს“ ფარგლებში, სემინარი – „ეროვნული ენა და სახელმწიფო ენა 21-ე საუკუნეში“ გაიმართა.
სემინარი, რომელსაც ესწრებოდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, გახსნა სტუ-ის რექტორმა.
როგორც დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, სემინარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორეს კურთხევით ტარდება.
„სამეცნიერო სიმპოზიუმის – „მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“, ციკლი დაიწყო პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. სიმპოზიუმის ეგიდით, ჩვენი სულიერი მამები საქართველოს რეგიონებში ხვდებიან მოსახლეობას და მათ კულტურულ-საგანმანათლებლო თემებზე ესაუბრებიან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩაერთო ღონისძიებების ციკლში, მადლობა მინდა ვუთხრა სტუმრებს სემინარის ჩატარებისთვის. აინშტაინი წერდა: ,,მეცნიერება, რომელიც არ ეფუძნება რელიგიას, ნდობას არ იმსახურებს“, ამდენად, უნივერსიტეტში შეკრება შემთხვევითი არაა. დიახ, რწმენა და ცოდნაა ჭეშმარიტების ორი ფრთა, რაც ჩვენმა ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. დარწმუნებული ვარ, სემინარზე წარდგენილი თემა ხელს შეუწყობს სამოქალაქო მშვიდობის განმტკიცებასა და საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარებას. ჩვენმა პატრიარქმა ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში ბრძანა: „დროის მოთხოვნილებები, დროის სული ცვალებადია, ხშირად იგი ცრუ იდეალებს გვთავაზობს და ბევრი შეჰყავს შეცდომაში იმის მიუხედავად, რომ ხედავენ, რაც გუშინ სამაგალითოდ ითვლებოდა, მას დღეს დასცინიან და რასაც დღეს აქებენ, ხვალ შეიძლება დაიწუნონ“. დიახ, დრო ყველაფერს ცვლის, მაგრამ მარადიულია სული, რომელზე ზრუნვაც ჩვენი უპირველესი მოვალეობაა. მარადიულია ჩვენი სამშობლო და ჩვენი ენა ქართული – ეს არის ჩვენი იდენტობის მთავარი ღირებულება.
მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ითხოვს რელიგიის საკითხისადმი განსაკუთრებულ მიდგომას. თანამედროვე ცივილიზებული სამყარო მშვიდობის პრობლემის გადაჭრაში აქტიურად რთავს ქრისტიანულ ეკლესიას, რაც განაპირობებს მის სიღრმისეულ გააზრებას, პროფესიონალი კადრების აღზრდას, ამ მიმართულებით სამეცნიერო საქმიანობის გააქტიურებას და ა.შ. დღეს, ინტელექტუალურ მსოფლიოში ქრისტიანობის ისტორიული გამოცდილების ასათვისებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა გადაიჭრას ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორიცაა: ეკლესიათა გაერთიანება მსოფლიოში მშვიდობისათვის; მისიონერული მიმართულებები; ქრისტიანობის ურთიერთმიმართების პრობლემა სხვადასხვა რელიგიებთან და ა.შ. ამ ჭრილში გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი მოცემულობაც, რომ ცივილიზაციათა გზასაყარზე მყოფი ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე გამოირჩევა ეთნიკურ-კომფესიური სიჭრელით და თვით ქრისტიანობაც ჩვენში მრავალი მიმართულებით არის წარმოდგენილი.
მიხარია, რომ დღეს სემინარს ბევრი ახალგაზრდა ესწრება და ისიც სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედებს თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრი. ქრისტიანობის ისტორიის ჰუმანიტარულ დარგებთან კონტექსტში სწავლება და კვლევა უნდა შეესაბამებოდეს დასავლეთის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების გამოცდილებას, მაგრამ ამავდროულად, საჭიროა გამოიკვეთოს საქართველოსთვის პრიორიტეტული მიმართულებები. სწორედ ასეთ მიდგომებს ეთმობა დიდი ყურადღება იმ კვლევებში, რომლებსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრი ახორციელებს. ვიმედოვნებთ, რომ სამეცნიერო-თეოლოგიური კვლევები განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობასა და დემოკრატიულ პრინციპებთან მის დაახლოებაში.
უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც სტუდენტი უნდა ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ პროფესიონალ სპეციალისტად, არამედ მაღალი თვითშეგნების მქონე მოქალაქედ და საზოგადოების სრულფასოვან წევრად, რაშიც დიდი წვლილი სწორედაც რომ სულიერებას მიუძღვის. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ახალგაზრდებს და კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ მიტროპოლიტ დანიელს, მიტროპოლიტ ანანიას და ბატონ ავთანდილ არაბულს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
სემინარზე – „ეროვნული ენა და სახელმწიფო ენა 21-ე საუკუნეში“, დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი. შეხვედრის დასასრულს კი, აწყურის ღვთისმშობლის ხატის საქართველოში მოგზაურობის ამსახველი ფილმის ჩვენება შედგა.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...