სტუ-ში, თვითმფრინავ „მერკურის“ ბაზაზე, საავიაციო ინჟინერიის სასწავლო-პრაქტიკული ლაბორატორია მოეწყობა
img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საგანმანათლებლო მიზნებისთვის, თავდაცვის ძალების კუთვნილი საავიაციო ტექნიკა – 4-ადგილიანი თვითმფრინავი „მერკური“ გადასცა.
4-ადგილიანი თვითმფრინავი „მერკური“ 2000-იანი წლების დასაწყისში ქუთაისის საავიაციო-ტექნიკურ ქარხანა „ავიატონში“ ქართველმა ავიაკონსტრუქტორებმა და ინჟინრებმა ააწყვეს. თვითმფრინავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი სასწავლო მიზნებისთვის, კერძოდ კი, საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის განვითარებისა და სტუდენტთა პრაქტიკული სწავლებისთვის გამოიყენებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გუგენიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაცემული თვითმფრინავის ბაზაზე, საუნივერსიტეტო სივრცეში, უახლოეს მომავალში საავიაციო ინჟინერიის სასწავლო-პრაქტიკული ლაბორატორია მოეწყობა.
„ეს კიდევ ერთი ისტორიული დღეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ძალისხმევითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვრის უშუალო ჩართულობით, გადმოგვეცა ქართული წარმოების მცირე ზომის, 4-ადგილიანი თვითმფრინავი „მერკური“, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენებს. ჩვენს ქვეყანას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდი ტრადიციები აქვს თვითმფრინავმშენებლობის მიმართულებით, ამისთვის საკმარისია გავიხსენოთ 31-ე ქარხანა, იგივე „თბილავიამშენი“, სადაც ცნობილი ავიაკონსტრუქტორები და ავიაინჟინრები მუშაობენ. ბედნიერი ვარ, რადგან ვხედავ გახარებულ სტუდენტებს, ჩვენი სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საავიაციო ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ რამინ ზუკაკიშვილს, რომელმაც მთელი ცხოვრება თვითმფრინავმშენებლობას შეალია, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. თვითმფრინავი, რომელიც ჩვენმა კურსდამთავრებულმა ინჟინრებმა ააწყვეს, საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნდა. მის ბაზაზე დაფუძნდება სასწავლო-პრაქტიკული ლაბორატორია, სადაც ახლად აკრედიტებული საავიაციო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები სპეციალურ სწავლებებს მიმდინარე სასწავლო წლიდან გაივლიან. მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საგანმანათლებლო მიზნებისთვის გადაეცემა სხვა საავიაციო ტექნიკაც, რომელიც, ასევე, გახდება უნივერსიტეტის საავიაციო ლაბორატორიის შემადგენელი ნაწილი. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, იგეგმება საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის შეტანა პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამათა ნუსხაში, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამაზე სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ეს კი საშუალებას მოგვცემს, თვითმფრინავმშენებლობის დარგის განვითარების მიზნით, დაინტერესებული ნიჭიერი ახალგაზრდები მოვიზიდოთ და პროფესიონალ ავიაკონსტრუქტორთა და ავიაინჟინერთა ახალი თაობები აღვზარდოთ“, – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.
4-ადგილიანი თვითმფრინავი „მერკური“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის შიდა ღია სივრცეში განთავსდა, საავიაციო ლაბორატორიის მოწყობის სამუშაოების განხორციელებას კი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიმდინარე წელსვე დაიწყებს.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...