სტუ-ში ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ინსტიტუტ „ტალღის“ დღე აღინიშნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ინსტიტუტ – „ტალღის“ დღე აღინიშნა.
სამეცნიერო-კვლევითი ორი ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ გახსნა.
როგორც ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 64 წლის წინათ დაფუძნდა. ჩამოყალიბების პროცესში ინსტიტუტში გაერთიანდნენ ქართველი მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები – მათემატიკოსები, ფიზიკოსები, ბიოლოგები, ქიმიკოსები, მედიკოსები, რომლებმაც შესამჩნევი წვლილი შეიტანეს ინსტიტუტის მძლავრ სამეცნიერო ცენტრად ჩამოყალიბებაში. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „ტალღა“ კი, 42 წლის წინ დაფუძნდა, რომლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა მრავალმხრივია.

ინსტიტუტის პირველ მიმართულებად განიხილება პარამაგნიტურ მდგომარეობაში მყოფი, ძლიერად ანიზოტროპული მასალის მაგნიტური რელაქსაციის კვლევა, ნულოვანი და სუსტი გარეშე მაგნიტური მუდმივი ველის პირობებში.
მეორე თემაა ზოგიერთი შენადნობის (სხვადასხვა ნივთიერებით ლეგირებული მასალების) ფიზიკო, მექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების შესწავლა ადამიანის ორგანიზმში მათი შემდგომი გამოყენებისათვის.
მესამე – ურბანული გარემოს რადიოეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა-შეფასება, თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ორი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დღე უკვე მესამედ აღინიშნება. წელიწადში ერთხელ მეცნიერები გვიზიარებენ კვლევების შედეგებს, წარმატებებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციას. ამ ორ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, დაარსებიდან დღემდე, მრავალი პერსპექტიული მეცნიერი აღიზარდა.
სასიხარულოა, რომ დღეს ვლადიმერ ჭავჭანიძის და სხვა მეცნიერების მიერ გაკვალულ გზას ღირსეულად აგრძელებენ მათი აღზრდილი მეცნიერები, რომლებიც, თავის მხრივ, ახალგაზრდა მკვლევრებს ზრდიან. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს იმისთვის, რომ ინსტიტუტებმა მიიზიდონ მეტი ახალგაზრდა მეცნიერი, რომლებიც ჩვენს ქვეყანას და უნივერსიტეტს ასახელებენ. წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში ზაზა სოფრომაძემ.
ღონისძიების დასასრულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის სპიკერმა და სტუმრებმა, კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და, ასევე, სტუ-ის ინსტიტუტ „ტალღის“ ლაბორატორიები დაათვალიერეს. კიბერნეტიკის ინსტიტუტი და „ტალღა“ ერთ სივრცეშია განთავსებული.
ინსტიტუტ „ტალღის“ დირექტორმა, მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, პროფესორმა მედეა ბურჯანაძემ და ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თამაზ სულაბერიძემ მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციის წევრებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...