სტუდენტების შეხვედრა სწრაფი დასაქმების პლატფორმა „ჰერიოს“ დამფუძნებლებთან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებს სწრაფი დასაქმების პლატფორმა „ჰერიოს“ (HERIO) დამფუძნებლები ლევან ასანიძე და გეგი გვაზავა შეხვდნენ.
შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებაა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემ გახსნა.
სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი სტუდენტებს სწრაფი დასაქმების პლატფორმის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
როგორც პროფესორმა ნატო ქათამაძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანია, როგორც სწავლება-სწავლის პროცესი, ასევე, სტუდენტის კარიერული წინსვლა.

„ჩვენი განყოფილება მუდმივად ზრუნავს სტუდენტების დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაზე. ამ მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესის თუ შუამავალი რგოლის წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრები იმართება. ამჯერად, სტუდენტები საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთ გამარჯვებულს შეხვდნენ.
HERIO არის სწრაფი დასაქმების პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ბიზნესს და სტუდენტებს და ხელს უწყობს მათ დასაქმებას სხვადასხვა სფეროში. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა თანამშრომლობის უფრო გაღრმავება, რასაც მივესალმებით და გვახარებს, რომ სტუდენტებს მსგავსი შეხვედრებით ვაძლევთ კარიერული ზრდისა და განვითარების საშუალებას”, – აცხადებს ნატო ქათამაძე.
სტუდენტებისა და სწრაფი დასაქმების პლატფორმა „ჰერიოს“ წარმომადგენლების შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...