ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრში მენტორინგის ქოუჩ-ტრენინგი ჩატარდა
10-11 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრში მენტორინგის ქოუჩ-ტრენინგი გაიმართა, რომელსაც სფეროს ექსპერტი ეკატერინე ბაბუნაშვილი უძღვებოდა.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი თემები:
- მენტორობის ძირითადი პრინციპები და პასუხისმგებლობები
- სტუდენტებთან ეფექტიანი კომუნიკაციის მეთოდები
- მოტივაციის, მხარდაჭერის და ჩართულობის ზრდის სტრატეგიები
- რეალური შემთხვევების განხილვა და პრაქტიკული სავარჯიშოები
- მენტორის როლის ეთიკა, საზღვრები და პროფესიული ქცევის წესები
ტრენინგს 15 მონაწილე ესწრებოდა, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს პროგრამა და სერტიფიცირების შემდეგ, ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრის ოფიციალური მენტორები გახდნენ.
ტრეინინგი Erasmus+ პროექტ PROMENT-ის ფარგლებში განხორციელდა, რაც მიზნად ისახავდა სტუდენტთა მხარდაჭერის სისტემის გაძლიერებას, მენტორების პროფესიული განვითარებისა და პრაქტიკული უნარების დახვეწის გზით.
ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს მსგავს ტრენინგებსა და განვითარების ღონისძიებებს, რომლებიც სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის აკადემიური და სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფას ემსახურება.
Related
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...