სტუ-ის რექტორი სატყეო დარგის წარმომადგენლებს მეტყევის დღეს ულოცავს
img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, მეტყევის დღეს ულოცავს სატყეო დარგის წარმომადგენლებს და განსაკუთრებით სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის – სატყეო საქმე, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
„ძვირფასო კოლეგებო, სტუდენტებო და კურსდამთავრებულებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი უმაღლესი სკოლაა, სადაც მომავალი მეტყევეები ეუფლებიან ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო პროფესიას და სასიხარულოა, რომ ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, საქმისადმი სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და თავგანწირვით, რომელიც ყოველთვის იყო მეტყევის პროფესიის ადამიანების ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები. წარმატებები მინდა ვუსურვო მათ ამ მეტად კეთილშობილურ საქმიანობაში.
მეტყევის დღეს ვულოცავ, ასევე, ჩვენს სტუდენტებს, მომავალ მეტყევეებს, რომელთაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აძლევს საშუალებას, მიიღონ კვალიფიციური განათლება და ცოდნა მოახმარონ ქართული ტყის დაცვასა და განაშენიანებას.
გახსოვდეთ ახალგაზრდებო, ტყის რესურსების სწორი და მდგრადი მართვით შესაძლებელია ეკონომიკური ეფექტის მიღება – ეს არის დავალება, რომელიც თქვენი შესასრულებელია. წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნულია სტუ-ის რექტორის მიმართვაში.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...