სტუ-სა და ფერმერთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტი, პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და სამეცნიერო კვლევების გააქტიურებას გეგმავს.
დოკუმენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ და და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა თამარ თორიამ მოაწერეს ხელი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, თამარ ლომინაძის განაცხადებით, მემორანდუმი მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის სტაჟირების ხელშეწყობას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, სემინარების, ვორქშოპებისა და სხვა ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვას, განხორციელება და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განვითარებაში თანამშრომლობას გულისხმობს.
„საქართველო არის აგრარული ქვეყანა, ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტმა აიღოს პასუხისმგებლობა კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებელთან თანამშრომლობა, ისინი განსაზღვრავენ როგორი უნარჩვევების პროფესიონალები დაჭირდება ქვეყანას მომავალში. ასევე, სტუდენტებისთვისაც მნიშვნელოვანია იცოდნენ რა მიმართულებით წარმართონ თავიანთი რესურსები, იმისათვის რომ ხვალ მოთხოვნადი სპეციალისტები იყვნენ. ღონისძიებას ესწრებიან აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე. ასევე, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, იმდენად, რამდენადაც ფერმერთა ასოციაცია დაინტერესებულია ჰიდროინჟინერიის მიმართულებითაც. სამშენებლო ფაკულტეტის შესაბამისი პროგრამა ამზადებს მაღალკვალიფიციურ მომავალ ჰიდროინჟინრებს. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია არის მრავალი საერთაშორისო ასოციაციისა და ორგანიზაციის წევრი, მათთან ერთად ახორციელებს მრავალ პროექტს, ეს კი სტუდენტს აძლევს შანსს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა მრავალმხრივ გამოიყენოს. დარწმუნებული ვართ, რომ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი ჩვენს უნივერსიტეტსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის მყარი პარტნიორობის გარანტი გახდება, რაც საშუალებას მოგვცემს, ერთობლივად ვიზრუნოთ ახალგაზრდა, კონკურენტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადებაზე“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
მემორანდუმი მიმართულია ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელების მხარდაჭერაზე, რაც საქართველოში აგრარული სექტორით დაინტერესებული პირების განათლების დონის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...