სტუ-ში განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მოსამზადებელ პროგრამებზე მიღება დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხ, მოკლევადიან (5 კვირიან) პროგრამაზე, მეხუთე ნაკადის მსმენელთა მიღება დაიწყო.
პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია 13-27 ნოემბრის პერიოდს მოიცავს, ხოლო სწავლის პროცესი 2024 წლის 2 დეკემბერს დაიწყება.
სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თქმით, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხი მოკლევადიანი პროგრამა (თითოეული 75 საათის ხანგრძლივობით).
- ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის ფოტოელექტრული სისტემები);
- ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის თერმული სისტემები);
- ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ბიომასის ბოილერები და ღუმელები);
- ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ზედაპირული გეოთერმული სისტემები და თბური ტუმბოები) – მომზადდა დონორი ორგანიზაციის მიერ დაქირავებული საგანმანათლებლო და განახლებადი ენერგიის დარგის ექსპერტებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორების მიერ.
სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, ლენა შატაკიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ სრულად დაფინანსებულ ოთხივე პროგრამაზე ოთხმა ნაკადმა უკვე წარმატებით დაასრულა სასწავლო პროცესი, 13 ნოემბრიდან კი მეხუთე ნაკადის მიღება გამოცხადდა.
მისი თქმით, მეხუთე ნაკადშიც თითოეულ პროგრამაზე 10-10 მსმენელის მიღება იგეგმება, დაინტერესებულ პირებს კი, მომზადება/გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ონლაინ, ვებგვერდზე.
როგორც პროფესორი ლენა შატაკიშვილი აღნიშნავს, პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატი გაივლის სერტიფიცირებას, ხოლო სერტიფიცირებულ მემონტაჟეთა სია განთავსდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
ცნობისათვის, საქართველოსთვის ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება სამართლებრივი ვალდებულების აღებასა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციას გულისხმობს.
კერძოდ, საქართველომ უნდა მოახდინოს ადგილობრივ კანონმდებლობაში ევროკავშირის ენერგეტიკის სფეროში მოქმედი იმ დირექტივებისა და რეგულაციების ასახვა, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების XXV დანართშია მოცემული.
საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცა კანონი – „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“, რომელიც სრულად შეესაბამება განახლებადი ენერგიის შესახებ ევროკავშირის დირექტივას, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების კვალიფიციური და სერტიფიცირებული მემონტაჟეების მომზადებას.
საქართველოში აღნიშნული პროგრამის დასანერგად საჭირო გახდა უწყებათაშორისი თანამშრომლობა და კოორდინაცია, რა მიზნითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ შორის, 2020 წლის 11 დეკემბერს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების პროგრამებზე მუშაობა მიმდინარეობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის – „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში’’ ფარგლებში.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...