სტუ-ში ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი შეხვედრებს მართავს
img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის კვირეულის ფარგლებში, ვიზიტით მყოფი ოსტრავას (ჩეხეთი) ტექნიკური უნივერსიტეტის (VŠB – Technical University of Ostrava) ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ჯირი პოკორნი, ამავე ფაკულტეტის პროფესორ-ასისტენტი მარეკ სმეტანა და პროფესორი ვერონიკა მეკა, სტუ-ის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს საერთაშორისო ურთიერთობებისა და მეცნიერების დარგში ნინა მაისურაძეს და შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ ნინო რატიანს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ: სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ანზორ აფშილავა, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები მარიკა ზვიადაძე და ნინო ჟიჟილაშვილი, ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ოთხი პრეზენტაცია – „კრიზისების მართვა“, „სახანძრო უსაფრთხოება“, ‘სამოქალაქო თავდაცვა“, „ვირტუალური რეალობა და მოდელირება უსაფრთხოებაში“, წარადგინეს.
სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორმა ომარ ლანჩავამ განსახილველად წარადგინა პრეზენტაცია თემაზე – ‘’გვირაბის ხანძრის დროს ჩახშობის ეფექტის შესწავლა’’.
სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, პროფესორ ნინა მაისურაძის თქმით, ჩეხ კოლეგებთან შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. სტუმრებმა კოლეგები ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიწვიეს.
ვიზიტის ფარგლებში, ჩეხმა სტუმრებმა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო ლაბორატორიები და მუზეუმები დაათვალიერეს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს და ტექნიკურ უნივერსიტეტებთან, ჩეხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტთან, ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტსა და ბრნოს მენდელის უნივერსიტეტთან.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...