სტუ-ში, პროექტის UNI4VERSE ფარგლებში, შიდასაუნივერსიტეტო კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის UNI4VERSE, ფარგლებში, შიდასაუნივერსიტეტო კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული სტუდენტური ჯგუფი.
ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა.
როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ განაცხადა, Uni4Verse საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ ორგანიზებული საუნივერსიტეტო კონკურსია, რომლის განმახორციელებელია ინოვაციური განათლების ფონდი.
2024 წელს პროექტი მწვანე ეკონომიკის თემას ეძღვნება და მასში საქართველოში აკრედიტებული 18 უნივერსიტეტი, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მონაწილეობს.
„UNI4VERSE ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს უნივერსიტეტებსა და სტუდენტებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი და ჩართულობა.

შიდასაუნივერსიტეტო კონკურსში, რომელშიც ცამეტივე ფაკულტეტი იყო ჩართული, ექვსი გუნდი მონაწილეობდა. სტუდენტურმა ჯგუფებმა, მწვანე ეკონომიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ძალიან საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.
გამარჯვებული გუნდის იდეა ეხებოდა ცემენტის (ბეტონის) შემადგენლობაში ცემენტის წარმოების საკვამლე აირებით (CO2,SOx,NOx) ატმოსფეროში შეუქცევადი ემისიის პრევენციასა და უტილიზაციას.
წარმატებებს ვუსურვებ გამარჯვებულ გუნდს, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებს გიორგი კოტორაშვილს და ანასტასია დვალიშვილს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ფაკულტეტის სტუდენტს თორნიკე რევინოვს, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტს გეგა ჯერენაშვილს და მათ მენტორს, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორს რაჟდენ სხვიტარიძეს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ლომინაძემ.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საუნივერსიტეტო კონკურსზე UNI4VERSE რეგისტრაცია 15 ოქტომბერს გამოცხადდა და კონკურსში უნივერსიტეტის ცამეტივე ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.
შიდასაუნივერსიტეტო კონკურსის ჟიურიმ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მაია მელიქიძისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჯობავას შემადგენლობით, გამარჯვებული გუნდი გამოავლინა, რომელიც ოთხდღიან ტრენინგსა და მენტორშიფ სესიებს თბილისის ტექნოპარკში გაივლის.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...