სტუ-ში საჯარო ლექცია – „სვანური კოშკების საიდუმლოება – პასიური გათბობისა და ვენტილაციის სისტემები“ გაიმართა
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე, სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია – „სვანური კოშკების საიდუმლოება – პასიური გათბობისა და ვენტილაციის სისტემები“ გაიმართა.
საჯარო ლეციაზე მოხსენებით ფაკულტეტის პროფესორი ნანი მეფარიშვილი და აკადემიური დოქტორი ხათუნა სიჭინავა წარსდგნენ და სტუდენტებს, კვლევასთან ერთად, მრავალფეროვანი ვიზუალური მასალა გააცნეს.
როგორც მომხსენებლებლებმა აღნიშნეს, გლობალური დათბობის ტენდეციის გამო, სულ უფრო აქტუალური ხდება ადგილობრივი ბუნებრივი სამშენებლო მასალებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება და უძველესი უნიკალური საცხოვრებელი შენობების სამეცნიერო დონეზე შესწავლა იმ მიზნით, რომ კვლევების შედეგების დანერგვა-გაზიარება თანამედროვე მშენებლობის პროცესში მოხდეს. გამომსვლელების თქმით, აღნიშნულის საუკეთესო მაგალითი სვანური კოშკებია.
„დღეისათვის, გლობალური დათბობის მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, სულ უფრო აქტიურად ხდება უძველესი საცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობისას გამოყენებული პასიური გათბობისა და გაგრილების სისტემების შესწავლა. ეს მეთოდები გვხვდება სხვადასხვა ძველი ცივილიზაციების საცხოვრებელ შენობებში, რაც ზოგ შემთხვევაში, სრულიად უნიკალურია და მხოლოდ ადგილობრივი არქიტექტურისთვისაა დამახასიათებელი. ამ მხრივ კვლევებისთვის ძალიან საინტერესოა სვანეთი – ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი მხარე, რომელსაც უნიკალურობას უნარჩუნებს იდუმალებით მოცული, კირით მყარად ნაგები კოშკები. სვანური საცხოვრებლის მშენებლობაში გამოიყენებოდა რიყის ქვა და ლოდები. პირველი კოშკი მე-8-9 საუკუნეში გვხვდება, ბოლო კოშკი კი მე-18 საუკუნეში აშენდა. უშგულში დაცულია საერთო-სათავდაცვო დანიშნულების კოშკებიც, რომლებიც თამარ მეფის სახელს უკავშირდება. სოფელი ჩაჟაში კი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის საუკეთესო ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. სვანური კოშკი, როგორც უძველესი საინჟინრო ნაგებობა, მრავალმხრივ საინტერესოა, თუმცა ასევე, საფუძვლიან შესწავლას მოითხოვს. კოშკი თავისი უსაძირკვლო კონსტრუქციით იდეალურად შეეფერება სეისმურად აქტიურ რეგიონს, ხოლო განლაგება ფერდობის მიმართ ისეა გათვლილი, რომ ზვავებისა და მეწყერებისგან იცავს ძირითად საცხოვრებელს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ნაგებობას აქვს სითბოს შესანახი კამერა – ეს კოშკის დაგმანული პირველი სართულია, აქვს კარგი თბოიზოლაცია და შესანიშნავად მოწყობილი სავენტილაციო სისტემა – დეფლეტორით, რომელიც ბოლო სართულზეა მოწყობილი და თვალსაჩინოდ ჩანს გადახურვის პრინციპში. ჩვენი კვლევის მიზანია საფუძვლიანად შევისწავლოთ და ამოვხსნათ სვანური საცხოვრებლის საიდუმლო, რომელიც კოშკთან ერთად, თანამედროვე ენერგოპასიური შენობებისთვის დამახასიათებელი პრინციპების გათვალისწინებით შექნილი ნაგებობაა“, – აღნიშნა პროფესორმა ნანი მეფარიშვილმა.
საჯარო ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მომავალმა ინჟინრებმა მკვლევრებს არაერთი შეკითხვა დაუსვეს და იმ შესაძლებლობით დაინტერესდნენ, რაც უძველესი ენერგოპასიური მშენებლობისა და „ხალხური არქიტექტურის“ მიღწევების თანამედროვე მშენებლობაში გამოყენებას უკავშირდება.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...