სტუ-ში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა
img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობის სტუდენტებს შეხვდა.
ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი, რექტორის ინიციატივით და მხარდაჭერით სტუ-ის „ქალთა ასოციაციაა“, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. როგორც დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისად, უნივერსიტეტისათვის მთავარი ღირებულება ადამიანი, მისი ღირსება და უფლებებია. თითოეულ ადამიანს საკუთარი იდენტობა გააჩნია, რასაც განსაზღვრავს მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილება, ტრადიცია, მრწამსი. ტოლერანტობა ადამიანის იდენტობის პატივისცემას და ზოგადად, თანასწორობაზე დაფუძნებული გარემოს ხელშეწყობას გულისხმობს.
„საქართველოს გამორჩეული ადგილი უკავია ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით და გააჩნია ტოლერანტულ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. დღეს ჩვენი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამოცანაა გავამყაროთ ეს ტრადიცია და შევქმნათ გარემო, სადაც ყველა სტუდენტი, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, თანასწორია და ჩართულია პირველ ეტაპზე, უნივერსიტეტის ცხოვრების, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ კი – ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაციაში, რომელიც იუნესკომ 1995 წელს 16 ნოემბერს მიიღო, აღნიშნულია, რომ ტოლერანტობას საფუძვლად უდევს სხვა ადამიანების საყოველთაო უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარება. ტოლერანტობა თავისუფლებაა მრავალფეროვნებაში – ეს არის ჩვენი მორალური ვალი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვადასხვა ეროვნების სტუდენტები სწავლობენ, მინდა წარმატებები ვუსურვო მათ და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისად, უნივერსიტეტისათვის მთავარი ღირებულებაა ადამიანი. უნივერსიტეტის მთავარი დანიშნულება კი სტუდენტებისათვის შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა და მაღალკვალიფიციური კადრის მომზადებაა. სასიხარულოა, რომ ამ მოვალეობას ჩვენი მეცნიერები და პროფესორ-მასწავლებლები ღირსეულად ასრულებენ“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს ინიციატივისა და მხარდაჭერისთვის, ხოლო სტუდენტებს წარმატებები უსურვა. როგორც ნაზი კუციავამ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ეთნოსი სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სტუდენტურ ცხოვრებაში.
„დღეს საქართველოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის პრინციპების დაცვა უნივერსალურ პასუხისმგებლობას აკისრებს არამარტო ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას და პოლიტიკოსებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს, მით უფრო, ჩვენ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. რექტორის მხარდაჭერით უნივერსიტეტში საუკეთესო გარემოა შექმნილი იმისათვის, რომ აქ უცხოდ არავინ იგრძნოს თავი. უნივერსიტეტი ჩვენი, ყველას სახლია და ამ გარემოსთვის მადლობა აკადემიკოს დავით გურგენიძეს. წარმატებები მინდა ვუსურვო სტუდენტებს, როგორც სასწავლო პროცესში, ასევე სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებებში, რომელშიც ისინი აქტიურად არიან ჩართულნი“, – განაცხადა ნაზი კუციავამ.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლი სტუდენტებისა და ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების წინაშე სპექტაკლით – „შინაბერას დაბადების დღე“, წარსდგა.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...