იტალიური ენის უფასო კურსები სტუ-ის სტუდენტებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურს იტალიური ენის შესწავლა შემდეგი მიზნებით:
- იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება
- Erasmus+ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება
- კურსის ბოლოს, გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში, ADA-ს (დანტე ალიგიერის საზოგადოების ატესტატის) მიღება
- იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის PLIDA-ს მიღება
აღნიშნული საერთაშორისო პროექტი დაწყებულია 2022 წელს და მეოთხე ციკლის სახით ხორციელდება 2026-2027 სასწავლო წლის განმავლობაში, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის მიერ საკონკურსო პროექტში მოპოვებული დაფინანსების ფარგლებში, რომლის დასახელებაა: „საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა Dante.global-ის ექსპერიმენტული კურსები პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის: იტალიური ენის ინტერდისციპლინური სწავლების განვითარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“.
საერთაშორისო პროექტი ხორციელდება დანტე ალიგიერის საზოგადოებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობით.
პროექტი დაფინანსებულია დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო ქსელის რომის სათაო ოფისის მიერ.
პროექტი ითვალისწინებს იტალიურის სწავლებას, ენის კომპეტენციის A1, A2 და B1 დონეზე, უფასო კურსებზე, რაც, ღია კონკურსის წესით ჩარიცხულ 100 მსმენელს, საშუალებას აძლევს გახდეს ქვეყნიდან გაუსვლელად, იტალიური ენის საერთაშორისო კურსის ADA-ს მსმენელი და დანტე ალიგიერის საზოგადოების მსოფლიო ქსელის საწევრო ბარათის მფლობელი.
იტალიური ენის უფასო კურსებზე მსმენელების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს და/ან თანამშრომელს (მაქსიმუმ 15 თანამშრომელი!)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროექტის პირველ, მეორე და მესამე ციკლთან დაკავშირებით:
ვინაიდან, საგრანტო პროექტის ფარგლებში, შემოთავაზებულია იტალიური ენის უფასო სწავლების მეოთხე ციკლი სტუ-ს 100 მსმენელისთვის (სტუდენტი ან თანამშრომელი), კონკურსში ხელახლა მონაწილეობის მიღება და იტალიური ენის A2 და B1 დონეზე სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცემათ იმ მსმენელებსაც, ვინც 2024-25 და 2025-26 სასწავლო წელს პროექტის პირველი, მეორე და მესამე ციკლის გავლის შემდეგ, უკვე ფლობს იტალიური ენის ცოდნის კომპეტენციას A1 და A2 დონეზე მაქსიმუმ 45 მსმენელი (სტუ-ის სტუდენტი ან თანამშრომელი).
იტალიური ენის უფასო კურსები ჩატარდება ჰიბრიდული სწავლების მეთოდით, რაც მსმენელებს საშუალებას მისცემს ისწავლონ იტალიური ენა როგორც ონლაინ, ისე სააუდიტორიო სივრცეში დასწრებით.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კონკურსის პირველ ეტაპზე მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ქვემოთ მოცემულ ბმულზე და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
გამარჯვებულმა კანდიდატმა, კურსის დაწყებისთანავე, უნდა შეიძინოს დანტე ალიგიერის საზოგადოების საწევრო ბარათი, რომლის საფასურია 25 ევროს ეკვივალენტი ლარში, ვინაიდან, მხოლოდ აღნიშნული საწევრო ბარათის შეძენის შემთხვევაში, კურსის მსმენელს ექნება:
- ADA-ს საერთაშორისო კურსზე ჩარიცხვის უფლება
- ADA-ს საერთაშორისო ატესტატის ქვეყნიდან გაუსვლელად მიღების უფლება
- აკადემიური და კარიერული განვითარების შესაძლებლობები (სასწავლო სტიპენდიების მოპოვება, დასაქმება და სხვ.)
საერთაშორისო კურსის განხორციელების ვადები
იტალიური ენის სასწავლო კურსი დაიწყება 2026 წლის 7 ოქტომბერს.
კურსის ხანგრძლივობა და მიზანი
- პირველი სემესტრის ბოლოს მეოთხე ციკლის (2026-27 სასწავლო წელს ჩარიცხულ მსმენელს) ექნება იტალიური ენის A1 დონის ცოდნა;
- კურსებზე მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, 15:30 სთ-დან 16:30 სთ-მდე ან 17:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. სულ: 2 საათი კვირაში (ლექციის ხანგრძლივობაა 1 აკადემიური საათი).
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2026 წლის 23 სექტემბერი 20:00 საათი.
აპლიკანტი კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დადებით პასუხს დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ადმინისტრაციიდან მიიღებს მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე:
თუ ხარ სტუ-ის სტუდენტი ან თანამშრომელი, გსურს ისწავლო იტალიური ენა უფასოდ, დაგეგმო შენი კარიერული წინსვლა საერთაშორისო ასპარეზზე, იჩქარე და დარეგისტრირდი ზემოთ მითითებულ ბმულზე, რადგან სასწავლო კურსებზე ადგილები შეზღუდულია!!!
მსგავსი
სტუ-სა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის...
პროფესიული კურსები სტუდენტებისთვის
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა სხვადასხვა უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის სასწავლო კურსებს იწყებს. 28 სექტემბერს და 5 ოქტომბერს, ასოციაცია გრენა პირველკურსელებს ორ...
სტუ-ში 2026-2027 სასწავლო წლის საშემოდგომო გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას სტუ-ის შერჩეულ პროგრამაზე გარე მობილობისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილებისა და დაშვების პირობების შესახებ: https://students.emis.ge/VacancyInfo მობილობით გადმოსვლის მსურველმა...
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტობას ულოცავს და მათ შემეცნებითა და...
პირველკურსელთა საყურადღებოდ!
იმ პირთა პირველადი რეგისტრაცია, ვინც 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სტუ-ის საბაკალავრო და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის...
სტუ ღვაწლმოსილი მეცნიერისა და პროფესორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, საინჟინრო მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრის - გიორგი...
