სტუ-ში 2026-2027 სასწავლო წლის საშემოდგომო გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას სტუ-ის შერჩეულ პროგრამაზე გარე მობილობისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილებისა და დაშვების პირობების შესახებ: https://students.emis.ge/VacancyInfo
მობილობით გადმოსვლის მსურველმა პირმა, რომელმაც მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge გაიარა რეგისტრაცია (ვადები: 2026 წლის 24 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით) და მოიპოვა სტუ–ში მობილობის წესით გადმოსვლის უფლება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სტუ-ს.
2026-2027 სასწავლო წლის I სემესტრიდან სტუ–ის საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის უფლების მქონე სტუდენტთა საბუთები მიიღება:
2026 წლის 11 – 16 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 სთ-დან – 16:00 სთ-მდე;
მისამართი: კოსტავას 77; ადმინისტრციული კორპუსი; მე-3 სართული; ოთახი 334.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მაისის №212 დადგენილების გათვალისწინებით, მილევად რეჟიმში არსებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, სტუდენტთა მობილობის წესით მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია სტუდენტისთვის არანაკლებ 45 კრედიტის აღიარება.
- იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტმა განახორციელა საბაკალავრო პროგრამების მოდიფიცირება 180-კრედიტიან ფორმატში, ხოლო არსებული სტუდენტებისთვის კვლავ რჩება 240-კრედიტიანი სასწავლო გეგმა, სტუდენტს, მის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობის საფუძველზე, შეეთავაზება შესაბამისი მოცულობის საგანმანათლებლო პროგრამა;
- 2026-2027 სასწავლო წლის საშემოდგომო მობილობის ფარგლებში, სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით, სამაგისტრო საფეხურის პროგრამებზე, სტუდენთა მიღება უნდა მოხდეს მოდიფიცირებამდე არსებული სახით არსებულ 120-კრედიტიან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.
მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- გამომშვები უსდ-დან სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
- გამომშვები უსდ-დან სტუდენტის შესახებ არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების /აღდგენის /შეწყვეტის) დამოწმებული ასლები;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
- ბაკალავრმა – საშუალო განათლების ატესტატის ასლი;
- მაგისტრანტმა – ბაკალავრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი;
- დოქტორანტმა – მაგისტრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი.
საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ტარდება გასაუბრება:
არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“; რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“; საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“;) მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2026 წლის 27 აგვისტოს და 8 სექტემბერს, 1200 სთ-დან 1700 სთ-მდე;
- მისამართი: თბილისი; კოსტავას N68, სტუ ს I კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 408.
დიზანის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,დიზაინი”) მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2026 წლის – 7 სექტემბერს, 1200 საათზე;
- მისამართი: თბილისი; კოსტავას ქუჩა 75, სტუ-ს VIII კორპუსი; მე-2 სართული; ოთახი 4
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია მიიღება შესაბამისი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით.
ჩათვლილი კრედიტებისა და ამის საფუძველზე განსაზღვრული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ფაკულტეტი, აცნობებს მობილობის მსურველ პირს არაუგვიანეს 2026 წლის 18 სექტემბრისა;
მობილობის მსურველი ვალდებულია გაეცნოს დასკვნას და იმავე დღეს წერილობით განაცხადოს თანხმობა ან უარი სტუ–ში მობილობით გადმოსვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას წინასწარი გაფრთილების გარეშე არ განიხილოს საკითხი მისი მობილობის წესით სტუ-ში ჩარიცხვის შესახებ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
საბუთების მიღება და სტუ-ში გადმოსვლასთან დაკავშირებით თანხმობის/ უარის განაცხადის გაკეთება უნდა მოხდეს პირადად განმცხადებლისგან ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისგან ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობის საფუძველზე;
ბრძანება სტუ–ში მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2026 წლის 1 ოქტომბრისა;
სტუ-ში მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას ფაკულტეტთან აფორმებს ბრძანების გამოცემის შემდგომ.
მსგავსი
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...
აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...
იტალიური ენის უფასო კურსები სტუ-ის სტუდენტებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...
სტუ-სა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის...