პროფესიული კურსები სტუდენტებისთვის

სიახლეები

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა სხვადასხვა უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის  სასწავლო კურსებს იწყებს.

28 სექტემბერს და 5 ოქტომბერს, ასოციაცია გრენა პირველკურსელებს  ორ ინტენსიურ სასწავლო კურსს სთავაზობს:

კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება Cisco CCNA

Linux სისტემური ადმინისტრირება – LPIC-1

კურსი დაფუძნებულია პრაქტიკულ სწავლებაზე, რეალურ მაგალითებსა და იმ ტექნოლოგიურ ამოცანებზე, რომლებსაც IT გუნდები სამუშაო პროცესში აწყდებიან.დეტალური ინფორმაცია კურსების შინაარსისა და სწავლების პირობების შესახებ მოცემულია ზემოთ აღნიშნულ ბმულებზე.

აღსანიშნავია, რომ სტუ-ის სტუდენტები  სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ცნობისათვის, საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა მრავალი წელია წარმოადგენს Cisco Networking Academy-ისა და Linux Professional Institute-ის ოფიციალურ პარტნიორს.

მსოფლიოში აღიარებული ეს ორგანიზაციები ადგენენ ცოდნის გლობალურ სტანდარტს კომპიუტერულ ქსელებში, Linux ოპერაციულ სისტემებსა და Open Source ტექნოლოგიებში. გრენა-ს სერტიფიცირებული ინსტრუქტორების მიერ ჩატარებული კურსები რამდენიმე ათასმა სტუდენტმა გაიარა, რომლებიც წარმატებით საქმიანობენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

Placeholder
სიახლეები

იტალიური ენის უფასო კურსები სტუ-ის სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...

მემორანდუმი

სტუ-სა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?