„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი პროექტი დაიწყო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტი – „ენერგეტიკის ღია სივრცე“ – დაიწყო. პროექტის განხორციელების ინიციატორია ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, ხოლო მხარდამჭერი – რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და დარგით დაინტერესებული საზოგადოებისათვის თანამედროვე ენერგეტიკის აქტუალური საკითხების გაცნობას, პროფესიული დისკუსიის ხელშეწყობასა და მეცნიერებასა და პრაქტიკას შორის კავშირის გაძლიერებას.
ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის განმარტებით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო ლექციების ციკლი, რომელიც სემესტრის ბოლომდე გაგრძელდება და სხვადასხვა მიმართულების წამყვან მეცნიერებს, მკვლევრებსა და პრაქტიკოს სპეციალისტებს გააერთიანებს. პროფესორ ქეთევან ქუთათელაძის განცხადებით, პირველი საჯარო ლექცია პროფესორმა გიორგი არზიანმა თემაზე – „ელექტრული ენერგიის ხარისხის უხილავი რისკების შეფასება თანამედროვე ელექტრულ სისტემებში“, ჩაატარა.
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ ჩვენი ფაკულტეტის ახალი საგანმანათლებლო პროექტია, რომლის მიზანია სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და ენერგეტიკის სფეროთი დაინტერესებული საზოგადოებისათვის თანამედროვე ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარება. „ენერგეტიკის ღია სივრცე“ სტუდენტებსა და მკვლევრებს შესაძლებლობას მისცემს, უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეთ დარგის პროფესიონალებთან, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს და მონაწილეობა მიიღონ აქტუალურ სამეცნიერო დისკუსიებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტი იყოს სივრცე სადაც მუდმივად მიმდინარეობს დისკუსია ენერგეტიკის მომავლის, ტექნოლოგიური განვითარების და დარგის გამოწვევების შესახებ. პროფესორ გიორგი არზიანის ლექციის ფარგლებში განხილულ იქნა თანამედროვე ელექტრული სისტემების ფუნქციონირებისას წარმოქმნილი ის გამოწვევები და რისკები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ენერგომომარაგების ხარისხზე, სისტემების საიმედოობასა და ენერგოეფექტიანობაზე“.
– პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე
მსგავსი
სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...
დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...
სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...
სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....
