სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს ნინო წილოსანი ეწვია

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-საგანმანათლებლო პოტენციალისა და ქვეყანაში არსებული გეოლოგიური მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მან უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი დაათვალიერა, გაეცნო ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურას, მინერალებისა და ქანების და სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმიების უნიკალურ კოლექციას.

ნინო წილოსანი გაეცნო მუზეუმებში წარმოდგენილ  საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საბადოებიდან მოპოვებული მინერალების, მადნებისა და ქანების მრავალფეროვან ნიმუშებს, ექსპონატების წარმომავლობას, მათ გეოლოგიურ თავისებურებებს, სამეცნიერო ღირებულებასა და სასწავლო თუ სამრეწველო პროცესში გამოყენების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუზეუმის მნიშვნელობას საქართველოს ბუნებრივი რესურსების, გეოლოგიური მრავალფეროვნებისა და წიაღისეულის პოტენციალის წარმოჩენის თვალსაზრისით.

სტუ-ის პროფესორის, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის და აკადემიური საბჭოს წევრის ნოდარ ფოფორაძის თქმით, სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმის კოლექცია 5000-ზე მეტ ნიმუშს აერთიანებს. ექსპონატებს შორისაა საქართველოს თითქმის ყველა საბადოსა და მადანგამოვლინების ნიმუშები, ასევე, სხვადასხვა გეოლოგიური პროცესისთვის დამახასიათებელი ქანები, მადნები და მინერალები. კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი არა მხოლოდ სასწავლო და შემეცნებითი, არამედ სამეცნიერო დანიშნულებისაა.

„მუზეუმი ორ საგამოფენო დარბაზს მოიცავს. ერთ-ერთ დარბაზში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გეოლოგიური ნიმუშები, მეორე კი, ძირითადად საქართველოს საბადოებსა და მადანგამოვლინებებს ეძღვნება. ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მადნეულის კარიერისა და ზოფხითოს ანთიმონიუმის საბადოს მაკეტებს.

მუზეუმის განსაკუთრებული ღირებულება მის პრაქტიკულ დანიშნულებაშიც მდგომარეობს. კოლექციები სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობას აძლევს, სასწავლო და კვლევითი საქმიანობის ფარგლებში უშუალოდ გაეცნონ გეოლოგიურ ნიმუშებს, შეისწავლონ მათი მახასიათებლები და თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირონ. ამასთანავე, მუზეუმი წარმოადგენს საქართველოს მინერალური რესურსებისა და გეოლოგიური მემკვიდრეობის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო სივრცეს“.

 – პროფესორი ნოდარ ფოფორაძე

ვიზიტის ფარგლებში ნინო წილოსანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფაკულტეტის წარმომადგენლებიც. მხარეებმა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის საქმიანობის, არსებული შესაძლებლობებისა და სამთო-გეოლოგიური დარგის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

როგორც სტუ-ის რექტორი აცხადებს, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებაა. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ფაკულტეტის საქმიანობა უკავშირდება გეოლოგიის, სამთო საქმის, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და რაციონალური გამოყენების, აგრეთვე მთის მდგრადი განვითარების მიმართულებებში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებასა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებას.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ქალბატონ ნინო წილოსანს, შესაძლებლობა მიეცა, უშუალოდ გაცნობოდა უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალს, ფაკულტეტის საქმიანობასა და იმ მნიშვნელოვან რესურსებს, რომლებიც ჩვენს აკადემიურ სივრცეშია თავმოყრილი. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის დიალოგი და თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარებისათვის. განსაკუთრებით საყურადღებოა გეოლოგიისა და სამთო დარგის განვითარება, ვინაიდან ამ სფეროებს პირდაპირი კავშირი აქვს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებასთან, გარემოსდაცვით პასუხისმგებლობასა და მთიანი რეგიონების მდგრად განვითარებასთან.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საქართველოში მოსაპირკეთებელი ქვების, თიხებისა და ცეოლითების მოპოვება-გადამუშავების პოტენციალის ზრდაზე, ახალი საბადოების ათვისებისა და აღნიშნული მიმართულებებით წარმოების გაფართოების შესაძლებლობებზე. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის მინერალურ-სანედლეულო რესურსების ეფექტიანი გამოყენება საჭიროებს თანმიმდევრულ სახელმწიფო პოლიტიკას, დარგის განვითარების ერთიან ხედვასა და შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბებას“.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის რექტორი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა...

სიახლეები

სტუ-ში ორგანიზაციის „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა – უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდება

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საკუთარ მისიას განიხილავს როგორც უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების, ასევე, ეროვნული ინტელექტუალური, კულტურული და საზოგადოებრივი ღირებულებების...

სიახლეები

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი, ირაკლი გუგუშვილი აირჩიეს

„თანამედროვე უნივერსიტეტი სწავლისა და პიროვნული განვითარების, კრიტიკული აზროვნების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბების გარემოა, სადაც სტუდენტურ თვითმმართველობას განსაკუთრებული ფუნქცია...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუდენტებს ულოცავს...

სიახლეები

სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ევროპის სამეცნიერო ქსელ NEMOR-ის წევრი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ოფიციალურად შეუერთდა ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს სამეცნიერო-კვლევით გაერთიანებას - NEMOR  (Network for...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?