სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფმა, კონსორციუმის წევრის სტატუსით, ერევანში საერთაშორისო საგრანტო პროექტ WARIE-ის გახსნაში მონაწილეობა მიიღო

სამეცნიერო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, დოქტორი გიორგი გიორგობიანი და სტუ-ის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილე, პროფესორი მარიამ რაზმაძე ერევანში (სომხეთის რესპუბლიკა), ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში, საერთაშორისო საგრანტო პროექტის – „WARIE – ხელოვნური ინტელექტის სფეროში კვლევებისა და ინოვაციების გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამეცნიერო სრულყოფილების მისაღწევად“ (Widening AI Research and Innovation for Excellence in the Eastern Partnership) – ოფიციალურ გახსნასა და პირველ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.

ღონისძიების ოფიციალურ გახსნას სტუ-ის მეცნიერებთან ერთად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა. სამეცნიერო ღონისძიება სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ და თავის გამოსვლაში ხაზგასმით ისაუბრა „ჰორიზონტი ევროპას“ ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობის, რეგიონისა და ევროპის წამყვან საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებთან მდგრადი პარტნიორობის ჩამოყალიბებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების აუცილებლობის შესახებ.

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, დოქტორ გიორგი გიორგობიანის შეფასებით, საერთაშორისო საგრანტო პროექტში – WARIE – მონაწილეობა ქართველი მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რათა გაძლიერდეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, გაფართოვდეს კვლევითი შესაძლებლობები და განვითარდეს პარტნიორობა ევროპულ სამეცნიერო ცენტრებთან. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამეცნიერო ორგანიზაციების ჩართულობა ევროპულ კვლევით სივრცეში, რაც ხელს შეუწყობს ახალი ცოდნის შექმნას, ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში რეგიონული შესაძლებლობების განვითარებას.

„WARIE-ის ბიუჯეტი 4,2 მილიონ ევროს აღემატება და მისი განხორციელების ვადა ოთხი წელია. ამ ოთხწლიანი საგრანტო პროექტის ფარგლებში შეიქმნება ხელოვნური ინტელექტის ინტერდისციპლინური კვლევითი Excellence ცენტრები, რომელთა საქმიანობამ უნდა მოიცვას  ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროები, რათა ხელი შეუწყოს მდგრადი სამეცნიერო პოტენციალის ჩამოყალიბებას, ნიჭიერი კადრების პროფესიულ განვითარებასა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას. WARIE-ის პრიორიტეტულ მიზნებში ასევე შედის სამეცნიერო კვლევების მართვის სისტემების გაუმჯობესება, ხელოვნური ინტელექტის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარება, ღია მეცნიერებისა და FAIR პრინციპების მხარდამჭერი ციფრული ინფრასტრუქტურის დანერგვა და ევროკავშირის წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებთან მდგრადი ინსტიტუციური კავშირების ჩამოყალიბება.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპაში“ თანმიმდევრულად ფართოვდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ინსტიტუტის კოორდინატორობითა და პარტნიორობით გაფორმდა სამი საგრანტო შეთანხმება, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი ევროა.  ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობა და საერთაშორისო პარტნიორული კავშირები ხელს უწყობს საერთაშორისო კვლევით და ინოვაციურ პროგრამებში როგორც უნივერსიტეტის, ისე საქართველოს მონაწილეობის გაძლიერებას”.

– დოქტორი გიორგი გიორგობიანი

საერთაშორისო საგრანტო პროექტმა WARIE დაფინანსება 2025 წელს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპას“ (Horizon Europe / European Excellence Initiative – EEI) HORIZON-WIDERA-2025-01 კონკურსის ფარგლებში მოიპოვა. WARIE-ის კონსორციუმში გაერთიანებულია 13 წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულება 8 ქვეყნიდან: საქართველო, სომხეთი, გერმანია, მოლდოვა, საფრანგეთი, ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი. პროექტის კოორდინატორია სომხეთის ინფორმატიკისა და ავტომატიზაციის პრობლემების ინსტიტუტი. საქართველოს მხრიდან პროექტში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფები.


მსგავსი

სამეცნიერო

სტუ IAEA-ის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ალაზნის აუზის მიწისქვეშა წყლებს შეისწავლის

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა მონაწილეობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კოორდინირებულ კვლევით პროექტში საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისა და თანამედროვე კვლევითი მიდგომების...

სამეცნიერო

ქართველ და უცხოელ ახალგაზრდა მკვლევრების საჯარო ლექციები სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ახალგაზრდა მკვლევრებმა - ქართველმა და უცხოელმა დოქტორანტებმა...

სამეცნიერო

UNI4VERSE FINEDU – ინოვაციური კონკურსი სტუდენტებისთვის დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით, საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE FINEDU იწყება, რომლის თემა ფინანსური განათლებაა....

სამეცნიერო

მასალათა კვლევის თანამედროვე სამეცნიერო სივრცე სტუ-ში

„თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მასალათა კვლევის ცენტრი გვაძლევს შესაძლებლობას, სამეცნიერო კვლევები კიდევ უფრო დავაახლოოთ...

სამეცნიერო

23 ივლისი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეა

27 წლის წინ, 1999 წლის 23 ივლისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართული სამეცნიერო საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეები უმნიშვნელოვანესი საინჟინრო და...

სიახლეები

სტუ-ის დოქტორანტი რომან ცერცვაძე სალექციო კურსს საფრანგეთის წამყვან საინჟინრო უნივერსიტეტში წაიკითხავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი, რომან ცერცვაძე, საფრანგეთში, Toulouse INP - ENSEEIHT (N7)  უნივერსიტეტში სალექციო კურსს...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?