საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საჯარო უწყებებში სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის განხორციელების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში ამოქმედდება.

პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ მოაწერეს ხელი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრას ორგანიზება სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებამ გაუწია.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნების გათვალისწინებით, მემორანდუმის ამოქმედება მიზნად ისახავს შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ხელშეწყობას, უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარებას, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებას საერთო ინტერესების შეჯერების გზით.

ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ წერეთლის განცხადებით, კომპანიასთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობის გაღრმავებას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიული განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, ინოვაციური მიდგომების დანერგვას, კვალიფიციური კადრების ერთობლივად მომზადებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას, რაც ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

როგორც თამარ წერეთელმა განმარტა, მემორანდუმი მნიშვნელოვანი მექანიზმია უნივერსიტეტსა და დარგობრივ უწყებას შორის მჭიდრო და გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, მხარეები ერთობლივად მოამზადებენ სამეცნიერო კონფერენციებს, სამუშაო შეხვედრებსა და ტრენინგებს, რომელთა თემატიკა შეეხება სახიფათო და არასახიფათო ნარჩენებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მართვის აქტუალურ საკითხებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია ისეთ სახელმწიფო კომპანიებთან პარტნიორობა, რომლებიც ქვეყნის ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და მდგრად განვითარებაზე ზრუნავენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმი ჩვენს სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოსცადონ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამოცდილება მიიღონ. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს დარგში მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა სპეციალისტების ინტეგრაციას, რაც საბოლოოდ როგორც უნივერსიტეტის, ისე მთლიანად ქვეყნის ინტერესებს ემსახურება“.

– პროფესორი თამარ წერეთელი

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებულ პროფესორ ნატო ქათამაძის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში პრაქტიკულ სწავლებასა და სტაჟირებას გაივლიან, რითაც პროფესიულ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ, ახალ გამოცდილებას შეიძენენ და კვალიფიკაციას აიმაღლებენ. როგორც ნატო ქათამაძემ აღნიშნა, სტაჟირების პროცესში ახალგაზრდებს მენტორობას კომპანიის წამყვანი სპეციალისტები გაუწევენ, რაც მათ სამუშაო სპეციფიკის სიღრმისეულად შესწავლაში დაეხმარება. გარდა ამისა, სტაჟირების პროგრამა მორგებული იქნება სასწავლო პროცესზე, რათა სტუდენტებმა აკადემიური მოსწრების პარალელურად პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება შეძლონ. მისივე განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად გაზრდის შრომის ბაზარზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობასა და მათი შემდგომი დასაქმების პერსპექტივას.

მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები, ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას წარმომადგენლები   ესწრებოდნენ.


მსგავსი

მემორანდუმი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კომპანია „ბორუსან კატ საქართველოსა“ და სამთო-მომპოვებელ საწარმო „RMG“-ს შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სამთო ტექნიკის წამყვან მომწოდებელ კომპანია „ბორუსან კატ საქართველოსა“ (Borusan Cat Georgia) და სამთო-მომპოვებელ საწარმო „RMG“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის...

მემორანდუმი

სტუ-სა და კომპანია „ნექსთ“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საერთაშორისო დეველოპერულ კომპანია ''ნექსთ''-ს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  დოკუმენტს ხელი მოაწერეს სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა...

მემორანდუმი

სტუ-სა და სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სასწავლო ცენტრის უფროსმა არჩილ ქავთარაძემ...

მემორანდუმი

სტუ-სა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის...

მემორანდუმი

სტუ-სა და Carl Zeiss-ის ოფიციალურ წარმომადგენელ AMK Management-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ტექნოლოგიების მსოფლიო ბრენდის, Carl Zeiss-ის ოფიციალურ წარმომადგენელ კომპანია AMK Management-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს...

მემორანდუმი

სტუ-სა „გლობალ სელს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების - „გლობალ სელი“ - დირექტორმა გიორგი მადუაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?