სახალხო თეატრ-სტუდიას „მოდინახე“ Comedy Fest 2026-ის ახალ მიმართულებაში მონაწილეობისთვის ჟიურიმ მადლობა გადაუხადა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ Comedy Fest 2026-ში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.
საუნივერსიტეტო თეატრი ფესტივალის პროგრამაში ახალი, სპეციალური მიმართულებით – SECTOR OF THE FESTIVAL – მაყურებელი იყო წარმოდგენილი. თეატრ-სტუდიამ მაყურებელს სპექტაკლი „ჩამოსულები“ წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ Comedy Fest წელს მეხუთედ გაიმართა და ფესტივალის ისტორიაში პირველად გამოიყო ახალი მიმართულება – SECTOR OF THE FESTIVAL – მაყურებელი, რომლის მიზანიც ფესტივალის პროგრამაში მაყურებელზე ორიენტირებული განსხვავებული თეატრალური ინიციატივების წარმოდგენაა.
სტუ-ის თეატრ-სტუდია „მოდინახე“ აღნიშნულ მიმართულებაში კონკურსგარეშე მონაწილეობდა. ფესტივალის ორგანიზატორებმა კოლექტივს მონაწილეობისთვის მადლობის სიგელი გადასცეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის განყოფილების უფროსის, ბადრი ლებანიძის განცხადებით, თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სპექტაკლი „ჩამოსულები“ მაყურებლის დიდი ინტერესით გამოირჩეოდა და სრული ანშლაგით ჩაიარა.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენი თეატრ-სტუდიის ნამუშევარმა ასეთი დიდი მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის, ისევე როგორც ჟიურის, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. სასიხარულოა, რომ „მოდინახეს“ შემოქმედება ფესტივალის სპეციალური პრიზითაც აღინიშნა. ეს ჩვენი დასის შრომის, შემოქმედებითი ენერგიისა და ერთიანი ძალისხმევის დაფასებაა. მინდა, თითოეულ მსახიობს, რეჟისორსა და შემოქმედებითი ჯგუფის წევრს მადლობა გადავუხადო თავდადებისთვის, პროფესიონალიზმისა და იმ ემოციისთვის, რომელიც მათ მაყურებელს გაუზიარეს. ვულოცავ მთელ კოლექტივს ამ წარმატებას და ვუსურვებ კიდევ ბევრ საინტერესო წარმოდგენასა და შემოქმედებით გამარჯვებას“.
– სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის განყოფილების უფროსი ბადრი ლებანიძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახესთვის“ ფესტივალში მონაწილეობა კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო, საკუთარი შემოქმედება ფართო აუდიტორიისთვის გაეცნო და თანამედროვე თეატრალურ პროცესში ჩართულობა გაეგრძელებინა.
სპექტაკლი „ჩამოსულები“ კიტა ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილების“ მიხედვით გიორგი ჭანტურიას და ნინია სადღობელაშვილის ინტერპრეტაციაა. სპექტაკლის რეჟისორი გიორგი ჭანტურიაა, ქორეოგრაფი – გიორგი ჭანტურია, ცისო კობახიძე, კომპოზიტორი – ირაკლი ურუშაძე, მხატვარი – მარიამ პატაშური, რეჟისორის ასისტენტი – ზუკა ბერუაშვილი. მონაწილეობენ: რომან ნებიერიძე, ზუკა ბერუაშვილი, მერაბ ზუზაძე, ნატა მეშველიანი, ლიზი ცერცვაძე, მინდია ქიტიაშვილი, ნიკოლოზ მღებრიშვილი, სესილი ხატიაშვილი, გუგა ჩარგეიშვილი, ანნა უზნაძე, ლაშა შარაშენიძე, ნიკა თავართქილაძე.
ასევე აღსანიშნავია, რომ „მოდინახემ“ გალაკტიონ ტაბიძის მშობლიურ სოფელ ჭყვიშში, მის სახლ-მუზეუმში, ლიტერატურულ-თეატრალურ წარმოდგენა – „გალაკტიონი 135″, წარადგინა. პროექტის ხელმძღვანელი და რეჟისორია გიორგი ჭანტურია, რეჟისორის ასისტენტი-გუგა ჩარგეიშვილი, სცენარის ავტორი-ნინია სადღობელაშვილი, კომპოზიტორი-კონსტანტინე ეჯიბაშვილი, მხატვარი-გვანცა ჯავახიშვილი, განათების მხატვარი-გიორგი თათულაშვილი, მუსიკალური გახმოვანება-ჯეკო დათუაშვილი. მონაწილეობენ: გიგა აბულაძე-ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი; ნოდარ მელაძე-ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი; ლადო კოკაია-სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი; თინა კობალაძე-ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; მედეა ახალაძე-დამოუკიდებელი თეატრი “ივერიონი” ს -მსახიობი; მინდია ქიტიაშვილი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ “მოდინახეს“ მსახიობი; ლიზი ცერცვაძე-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ “მოდინახეს“ მსახიობი; ანა უზნაძე-მომღერალი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ “მოდინახეს“ მსახიობი. პროექტი ხორციელდება კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს სრული ფინანსური მხარდაჭერით.
მსგავსი
სტუ-ის „ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის“ ორგანიზებით სტუდენტები პარაკლისს დაესწრნენ
ასი ათასი თბილისელი მოწამის ხსენების დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის“ ორგანიზებით, ლაბორატორიის ხელმძღვანელი პროფესორი კახაბერ ძაგანია და...
სტუ-ის ოთხი ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიები დაენიშნათ
„განათლების მხარდაჭერა და ახალგაზრდების აკადემიური მიღწევების დაფასება განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სტუდენტური წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა და პროფესიული...
სტუ-ის საცურაო აუზ „ტონუსის“ ახალგაზრდა მოცურავეებმა თბილისის შემოდგომის ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს
7-8 ნოემბერს, გლდანის საცურაო აუზზე, თბილისის შემოდგომის ღია პირველობა ცურვაში გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 2014-2015 და 2016-2017 წლებში დაბადებული გოგოები და...
სტუ-ის სტუდენტების პროექტმა Exsul-მა UNI4VERSE – FINEDU 2026-ზე პარტნიორების ინტერესი და ბიზნესმენტორინგის შეთავაზება დაიმსახურა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა, დავით გრევემ და მირიან ფუტკარაძემ, პროფესორ ნონა ოთხოზორიას მენტორობით, საქართველოს ინოვაციებისა...
სტუ-ში შიდასაუნივერსიტეტო პროექტი – „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ დაიწყო
„სწავლა ადამიანის განვითარების საფუძველია, სპორტი ამ განვითარების მნიშვნელოვანი თანამგზავრი. განათლება გვაძლევს ცოდნას, გვივითარებს ანალიტიკურ აზროვნებას, გვასწავლის მოვლენების გააზრებასა და სწორი...
სტუ-ის სტუდენტებმა „ჰაკათონი 2026“-ზე ნარჩენების მართვის ციფრული პლატფორმა წარადგინეს და სპეციალური აღიარება დაიმსახურეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტთა ჯგუფმა ალექსი მამნიაშვილის, ნინო მიმინოშვილისა და მარიამ წაქაძის შემადგენლობით,...



