,,გახდით სტუდენტთა განვითარების მეგზური” – მენტორინგის პროგრამაში ჩართვის მოწვევა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი, მენტორინგის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად  აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს იწვევს.

მენტორინგი წარმოადგენს პროფესიული მხარდაჭერის სტრუქტურირებულ მექანიზმს, რომლის მიზანია სტუდენტთა აკადემიური და პიროვნული განვითარება შეფასებისა და საგნობრივი სწავლების გარეშე.

ვინ შეიძლება გახდეს მენტორი?

პროგრამა განკუთვნილია:

  • აკადემიური პერსონალისთვის (პროფესორები, ასოცირებული პროფესორები, ლექტორები);
  • მოწვეული პედაგოგებისა და დარგის ექსპერტებისთვის;
  • ადმინისტრაციული პერსონალისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი გამოცდილების გაზიარება სტუდენტებისთვის.

მნიშვნელოვანია: მენტორი არ ასრულებს შემფასებლის როლს და არ მონაწილეობს აკადემიური ქულების მინიჭებაში.მენტორის საქმიანობა.

მენტორინგი ეფუძნება დიალოგს და მოიცავს სტუდენტის მხარდაჭერას მიზნების დასახვასა და პროფესიულ განვითარებაში.

შეხვედრები ტარდება მოქნილ ფორმატში (პირისპირ ან ონლაინ), რეკომენდებულია თვეში 1-2 შეხვედრა.

რატომ უნდა ჩაერთოთ?

მენტორობა გთავაზობთ:

  • პროფესიული როლის გაფართოებას;
  • პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს;
  • უნივერსიტეტის განვითარების პროცესებში ჩართულობას დამატებითი ადმინისტრაციული დატვირთვის გარეშე.

მენტორები გაივლიან Erasmus+ პროექტის PROMENT ფარგლებში შემუშავებულ მოკლე ტრენინგს.

მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: mentoring@gtu.ge.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის რექტორი კოლეგებს მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მეცნიერებს, მკვლევრებს, დოქტორანტებსა და კოლეგებს მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს. „ძვირფასო კოლეგებო! გულითადად გილოცავთ...

სიახლეები

გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიებს სტუ განცხადებით ეხმაურება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება 2026 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 86/87 ნომერში გამოქვეყნებულ სტატიების ციკლს, რომელიც დომენტი (დიტო) ჩუბინიძის მიმართ...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ნინო (ნელი) ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სამძიმარს უცხადებს აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ოჯახს...

სიახლეები

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტმა „Horizon Europe“-ის კიდევ ერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტში გაიმარჯვა

„ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში დაფინანსებულ WARIE პროექტში მონაწილეობა ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის, პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში დამკვიდრებული მაღალი რეპუტაციის კიდევ...

Placeholder
სიახლეები

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს განცხადება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა...

სიახლეები

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები „თიბისი კონცეპტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისა და დამსაქმებლების თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალგაზრდებისთვის დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ბიზნესტექნოლოგიების...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?