ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექცია სტუ-ში


„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მხოლოდ ტექნოლოგიური და საინჟინრო ცოდნის ცენტრი არ არის. ჩვენი უნივერსიტეტის მისია მოიცავს ეროვნული კულტურის, ისტორიული მეხსიერებისა და ჰუმანიტარული ღირებულებების დაცვასა და განვითარებას. სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ქართული კულტურისა და ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ფიგურებს ეძღვნება. კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექციის თემა  უკავშირდება ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქართველ მწერალს –  დიდ კონსტანტინე გამსახურდიას, რომლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული ლიტერატურის განვითარებაზე, ეროვნულ თვითშეგნებასა და თვითმყოფადობაზე. მისი ნაწარმოებები არა მხოლოდ მხატვრული ღირებულებებით გამოირჩევა, არამედ ასახავს ქართველი ერის ისტორიულ გამოცდილებას, სულიერ ძიებებს, თავისუფლების იდეალსა და კულტურულ იდენტობას”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ასოცირებულ პროფესორ კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიას საჯარო ლექციის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

საჯარო ლექციას – „კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება“ – რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ეგიდით  გაიმართა,  მკვლევრები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

როგორც სტუ-ის რექტორმა აღნიშნა, უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთ აკადემიურ და კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს ეროვნული მემკვიდრეობის, ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას, ახალგაზრდებში ჰუმანიტარული ცოდნის გაღრმავებასა და სამეცნიერო დისკუსიების განვითარებას. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, საჯარო ლექცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტში აკადემიური დიალოგის, კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და ახალგაზრდების ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

„კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება დღემდე რჩება კვლევის, განხილვისა და ახალი ინტერპრეტაციების საგნად. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო ღრმად გავიაზროთ ჩვენი ისტორია, კულტურა და ის ღირებულებები, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ კოკო გამსახურდიას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობისა და ჩვენი სტუდენტებისა და საზოგადოებისათვის თავისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის“.

 – აკადემიკოსი დავით გურგენიძე

საჯარო ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა ისაუბრა გამოჩენილი კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, მისი შემოქმედების ძირითად თემატიკაზე, ისტორიულ-კულტურულ კონტექსტსა და იმ ღირებულებებზე, რომლებმაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართულ ლიტერატურასა და ეროვნულ ცნობიერებაში. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები მომხსენებლისთვის და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ცნობისათვის, მიმდინარე წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა – „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა.

პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები.

ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართით: logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ნინო (ნელი) ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სამძიმარს უცხადებს აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ოჯახს...

სიახლეები

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტმა „Horizon Europe“-ის კიდევ ერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტში გაიმარჯვა

„ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში დაფინანსებულ WARIE პროექტში მონაწილეობა ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის, პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში დამკვიდრებული მაღალი რეპუტაციის კიდევ...

Placeholder
სიახლეები

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს განცხადება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა...

სიახლეები

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები „თიბისი კონცეპტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისა და დამსაქმებლების თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალგაზრდებისთვის დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ბიზნესტექნოლოგიების...

სიახლეები

შემოსავლების სამსახურის 23 მებაჟე-ოფიცერს სერტიფიკატები გადაეცა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 23 მებაჟე-ოფიცერს სპეციალიზებული სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. მიმდინარე...

სიახლეები

ქართული დიპლომატიის დღის ფარგლებში წიგნის – „დიპლომატიური და საკონსულო სამართალი“ პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ასლან აბაშიძისა და გიორგი ლობჟანიძის წიგნის...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?