სტუ-სა და „ნექსთ მენეჯმენტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს „ნექსთ მენეჯმენტს” შორის, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთლმა და შპს „ნექსთ მენეჯმენტის” აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ჭელიძემ.
მემორანდუმის მიზანია სტუდენტთა ხელშეწყობა სტაჟირების, დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობის მოძიებაში, ასევე, საკადრო რეზერვის შექმნა და მისი სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორიმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა აღნიშნა, კერძო სექტორთან თანამშრომლობა, სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე, დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული კარიერული განვითარების შესახებ.
„მემორანდუმი, რომელიც სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების მიერ არის ორგანიზებული, სტუდენტებს კარგ პერსპექტივას უსახავს, სწრაფცვალებადი მოთხოვნიდან გამომდინარე, შრომით ბაზარზე გახდნენ მეტად კონკურენტუნარიანები. „ნექსთ მენეჯმენტი“ არის ქართული კომპანია, რომელიც ადგილობრივი საქმიანობის გარდა, დაკავშირებულია მნიშვნელოვან ცნობილ საერთაშორისო პროექტებთან. ეს არის კარგი პლატფორმა, რათა მათ ჰქონდეთ აქტიური კომუნიკაცია მომავალ დამსაქმებელთან და გაიარონ კონსულტაცია ვაკანსიებთან დაკავშირებით.“
– პროფესორი თამარ წერეთელი
როგორც სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და „ნექსთ მენეჯმენტი” მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივად იზრუნებენ სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე, ასევე, ერთობლივი ღონისძიებების, შეხვედრებისა და ტრენინგების ორგანიზებაზე.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს “ნექსთ მენეჯმენტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 1 წლის ვადით გაფორმდა.
მსგავსი
სტუ-სა და სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სასწავლო ცენტრის უფროსმა არჩილ ქავთარაძემ...
სტუ-სა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის...
სტუ-სა და Carl Zeiss-ის ოფიციალურ წარმომადგენელ AMK Management-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ტექნოლოგიების მსოფლიო ბრენდის, Carl Zeiss-ის ოფიციალურ წარმომადგენელ კომპანია AMK Management-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს...
სტუ-სა „გლობალ სელს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების - „გლობალ სელი“ - დირექტორმა გიორგი მადუაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს...
რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე – სტუ CERN-ის მორიგ მასშტაბურ საერთაშორისო პროექტში ჩაერთვება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, CERN-თან ხელი მოაწერა ურთიერთგაგების...
სტუ-სა და „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები უახლოესი მომავლიდან, სტაჟირების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, ასევე პროფესიული და კვლევითი გამოცდილების შეძენას „რეგიონული...
