სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები „თიბისი კონცეპტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისა და დამსაქმებლების თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალგაზრდებისთვის დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებთან „თიბისი კონცეპტის“ წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის საბანკო და საფინანსო სექტორში არსებული კარიერული პერსპექტივების გაცნობა, პოტენციურ დამსაქმებელთან პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეწყობა და ახალგაზრდების პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.
შეხვედრის ფარგლებში „თიბისი კონცეპტის“ წარმომადგენლებმა სტუდენტებს ორგანიზაციის საქმიანობის, სამუშაო სპეციფიკის, კორპორაციული გარემოსა და დასაქმების მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორგანიზაციაში კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს, პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების მნიშვნელობას, ასევე იმ მოთხოვნებს, რომლებსაც თანამედროვე შრომის ბაზარი მომავალი თანამშრომლების მიმართ აყენებს.
სტუდენტებს გააცნეს ორგანიზაციაში არსებული აქტუალური ვაკანსიები და დასაქმების პროცედურები. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ დამსაქმებლისგან მიეღოთ ინფორმაცია კარიერული შესაძლებლობების შესახებ, დაეზუსტებინათ მათთვის საინტერესო საკითხები და გაცნობოდნენ დასაქმების მსურველთათვის შეთავაზებულ პირობებს. დაინტერესებულ სტუდენტებს კი მოუწოდეს, QR-კოდის საშუალებით გაევლოთ რეგისტრაცია და დაეტოვებინათ საკუთარი მონაცემები, რათა დასაქმების პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონოდათ.
შეხვედრა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ გახსნა. მან სტუმრებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრობისა და სტუდენტებისთვის საკუთარი გამოცდილებისა და ორგანიზაციის საქმიანობის გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა. დეკანმა ასევე აღნიშნა სტუდენტების აქტიური დაინტერესებისა და მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობა, რაც ახალგაზრდებს პროფესიულ გარემოსთან დაახლოებისა და საკუთარი კარიერული გეგმების განსაზღვრის შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურს, რომელიც სტუდენტებს სხვადასხვა ორგანიზაციისა და პოტენციური დამსაქმებლის წარმომადგენლებთან შეხვედრებს სისტემატურად სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დამსაქმებელთა წარმომადგენლებთან უკვე მეოთხე შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული ინიციატივა უნივერსიტეტისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის გაძლიერებას, სტუდენტებისთვის შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების გაცნობასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება.
როგორც კარიერული განვითარების განყოფილების უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემ აღნიშნა, სამსახურის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სტუდენტებისთვის დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციისა და პროფესიული არჩევანის გაკეთების რეალური შესაძლებლობების შექმნაა.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა, მარტივად და დიდი ძალისხმევის გარეშე შეარჩიონ მომავალი სამსახური. კარიერული განვითარების სამსახური მუდმივად ცდილობს, მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეს დამსაქმებლებთან. ჩვენი მიზანია, სტუდენტები შრომის ბაზარზე არსებულ რაც შეიძლება მეტ კვალიფიციურ ორგანიზაციას შევახვედროთ, რათა მათ თავად შეძლონ გააზრებული არჩევანის გაკეთება“.
– ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახური მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტებსა და სხვადასხვა სექტორის წამყვან ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას, რაც უნივერსიტეტსა და შრომის ბაზარს შორის კავშირის გაძლიერებასა და კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივების გაფართოებას ემსახურება.
მსგავსი
სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტმა „Horizon Europe“-ის კიდევ ერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტში გაიმარჯვა
„ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში დაფინანსებულ WARIE პროექტში მონაწილეობა ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის, პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში დამკვიდრებული მაღალი რეპუტაციის კიდევ...
შემოსავლების სამსახურის 23 მებაჟე-ოფიცერს სერტიფიკატები გადაეცა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 23 მებაჟე-ოფიცერს სპეციალიზებული სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. მიმდინარე...
ქართული დიპლომატიის დღის ფარგლებში წიგნის – „დიპლომატიური და საკონსულო სამართალი“ პრეზენტაცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ასლან აბაშიძისა და გიორგი ლობჟანიძის წიგნის...
სტუ-ში ევროკავშირის HORIZON EUROPE-ის პროექტის FORGE-AI-ის ფარგლებში საერთაშორისო ვორქშოპი -„განვითარების პროგრამა #2“ დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის, HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტის FORGE-AI-ის მორიგი საგანმანათლებლო-პრაქტიკული ღონისძიება - ვორკშოპი...
“გახდი მეწარმე” – სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილოების ორგანიზებით, საჯარო ლექცია...
სტუ-ის რექტორი მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილის გარდაცვალების გამო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი მეცნიერის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს...
