სტუ-ის საცურაო აუზ „ტონუსის“ ახალგაზრდა მოცურავეებმა თბილისის შემოდგომის ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს
7-8 ნოემბერს, გლდანის საცურაო აუზზე, თბილისის შემოდგომის ღია პირველობა ცურვაში გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 2014-2015 და 2016-2017 წლებში დაბადებული გოგოები და ბიჭები თბილისის სხვადასხვა გუნდიდან და საქართველოს რეგიონებიდან. მონაწილეებს შორის იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზ „ტონუსის“ გუნდიც, რომელმაც წარმატებით იასპარეზა და არაერთი გამარჯვება მოიპოვა.
ტონუსელებმა 4×50 მეტრზე თავისუფალი სტილით და 4×50 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში პირველი ადგილები და ოქროს მედლები მოიპოვეს.
ორივე გუნდურ გაცურვაში გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში იყვნენ ანდრია ყაჭეიშვილი, გეგა კვანჭიანი, თომა ბაღათურია და ლუკა აბზიანიძე.
ტონუსის მოცურავეებმა შთამბეჭდავი შედეგები აჩვენეს ინდივიდუალურ დისციპლინებშიც:
- გეგა კვანჭიანი – 4 ოქროს მედალი;
- ანდრია ყაჭეიშვილი – 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი;
- თომა ბაღათურია – 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი;
- ლუკა აბზიანიძე – 1 ვერცხლის მედალი;
- ანდრია მეფარიძე – 3 ოქროს მედალი;
- ანდრია თურქია – 1 ვერცხლის მედალი.
თბილისის შემოდგომის ღია პირველობა ახალგაზრდა მოცურავეებისთვის საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის, სპორტული გამოცდილების მიღებისა და კონკურენტულ გარემოში განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონემენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.
შეღავათიანი აბონემენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 07:00-დან 15:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ საცურაო აუზ „ტონუსის“ Facebook-გვერდს ან დაუკავშირდნენ ნომერზე: 032 218 02 16.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ულოცავს ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას და მომავალშიც არაერთ გამარჯვებას უსურვებს!
უნივერსიტეტი აგრძელებს სტუდენტებში სპორტული აქტივობებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას.
მსგავსი
სტუ-ის სტუდენტების პროექტმა Exsul-მა UNI4VERSE – FINEDU 2026-ზე პარტნიორების ინტერესი და ბიზნესმენტორინგის შეთავაზება დაიმსახურა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა, დავით გრევემ და მირიან ფუტკარაძემ, პროფესორ ნონა ოთხოზორიას მენტორობით, საქართველოს ინოვაციებისა...
სტუ-ში შიდასაუნივერსიტეტო პროექტი – „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ დაიწყო
„სწავლა ადამიანის განვითარების საფუძველია, სპორტი ამ განვითარების მნიშვნელოვანი თანამგზავრი. განათლება გვაძლევს ცოდნას, გვივითარებს ანალიტიკურ აზროვნებას, გვასწავლის მოვლენების გააზრებასა და სწორი...
სტუ-ის სტუდენტებმა „ჰაკათონი 2026“-ზე ნარჩენების მართვის ციფრული პლატფორმა წარადგინეს და სპეციალური აღიარება დაიმსახურეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტთა ჯგუფმა ალექსი მამნიაშვილის, ნინო მიმინოშვილისა და მარიამ წაქაძის შემადგენლობით,...
„სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებისა და ახალგაზრდების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდის მიზნით, შიდასაუნივერსიტეტო პროექტი - „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“,...
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებმა ARTFF 2026-ზე მიღებული გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიების ჭრილში შეაფასეს
„უმაღლესი განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც აკადემიური ცოდნა რეალურ პროფესიულ გამოცდილებასა და თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკასთან ბუნებრივად...
სტუ-ის მაგისტრანტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) ერთწლიანი სტაჟირება გაიარა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის, გამოყენებითი გეოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის, მეორე კურსის სტუდენტმა ელენე ჩიკვილაძემ საერთაშორისო...