ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტი სტუ-ში


„საერთაშორისო პარტნიორობა ჩვენი ფაკულტეტის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია. ეს კავშირები მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, კვლევითი საქმიანობის გასაძლიერებლად და საგანმანათლებლო პროგრამების დარგის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ იტალიის, მილანის უნივერსიტეტის UNIMONT HUB-ის კვლევით ცენტრთან, შოტლანდიის მაღალმთიანი რეგიონებისა და კუნძულების უნივერსიტეტთან (University of the Highlands and Islands – UHI) და ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (BOKU). სწორედ ამ ტიპის თანამშრომლობა ქმნის საფუძველს გამოცდილების გასაზიარებლად, ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინიციატივების განსახორციელებლად და მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების თანამედროვე მიდგომების შესასწავლად“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის (Norwegian Geotechnical Institute – NGI) წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, NGI-ის აზიის რეგიონული მენეჯერი და ტექნიკური ექსპერტი, დოქტორი რაჯინდერ ბჰასინი გაეცნო ფაკულტეტის საქმიანობასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. სტუმარმა დაათვალიერა სამთო საქმისა და გეოლოგიური მიმართულების მუზეუმები, ასევე, მიწისქვეშა ნაგებობათა სასწავლო-კვლევითი ობიექტები. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საინჟინრო გეოლოგიის, მიწისქვეშა მშენებლობისა და მთის მდგრადი განვითარების მიმართულებებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი ტექნიკური და სამეცნიერო ინიციატივების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის თქმით, ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მიზნით მუშაობის გაგრძელებაზე მხარეთა შეთანხმება და მზადყოფნაა. როგორც პროფესორი ნოე ხოზრევანიძე აცხადებს, თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნორვეგიის გეოტექნიკურ ინსტიტუტს შორის პროფესიული და სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და შესაბამის დარგებში ახალი თანამშრომლობითი შესაძლებლობების განვითარებას.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტისთვის საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებაა.  ჩვენი ფაკულტეტი აერთიანებს სამთო საქმის, გამოყენებითი გეოლოგიის, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების, საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის, შრომის უსაფრთხოებისა და მთის მდგრადი განვითარების მიმართულებებს. შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით არ შემოიფარგლება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემოს განვითარება, რომელშიც აკადემიური ცოდნა მჭიდროდ იქნება დაკავშირებული პრაქტიკულ საქმიანობასთან, ინოვაციურ კვლევებთან და თანამედროვე საინჟინრო გამოწვევების გადაჭრასთან. ამ თვალსაზრისით, ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლის, დოქტორ რაჯინდერ ბჰასინის მასპინძლობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ფაკულტეტისთვის. NGI საერთაშორისო მასშტაბით საქმიანობს გეოტექნიკის, კლდოვანი ქანების მექანიკის, გრუნტების საინჟინრო თვისებების, მიწისქვეშა ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების უსაფრთხოების მიმართულებებით.

ვფიქრობთ, NGI-სთან თანამშრომლობამ შესაძლოა შექმნას ახალი შესაძლებლობები ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობისთვის, პროფესიული ცოდნის გაზიარებისა და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში პერსპექტიულად მიგვაჩნია თემატური სამეცნიერო სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, თანამედროვე კვლევითი მეთოდების განხილვა, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ერთობლივი პროექტების მომზადება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის კონკრეტული ფორმები განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებული პრიორიტეტების, არსებული შესაძლებლობებისა და შემდგომი სამუშაო შეხვედრების საფუძველზე.

მიუხედავად იმისა, რომ NGI კვლევითი ინსტიტუტია და არა უნივერსიტეტი, მისი დარგობრივი გამოცდილება შეიძლება მნიშვნელოვანი რესურსი გახდეს ჩვენი ფაკულტეტის აკადემიური და კვლევითი საქმიანობისთვის. ამ თანამშრომლობის განვითარება არ გამორიცხავს სამომავლოდ ნორვეგიის უნივერსიტეტებთან გაცილებით ფართო აკადემიური ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობასაც.  ჩვენი მიზანია, თანამშრომლობა ეტაპობრივად განვითარდეს და კონკრეტულ შედეგებში აისახოს. პრიორიტეტებად განვიხილავთ საინჟინრო გეოლოგიისა და მიწისქვეშა მშენებლობის კუთხით ცოდნის გაზიარებას, ერთობლივი კვლევითი თემების განსაზღვრას, სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას და, შესაძლებლობის ფარგლებში, სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას“.

– პროფესორი ნოე ხოზრევანიძე


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის დელეგაცია Erasmus+ პროექტ LISS24-ის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა და მკვლევართა დელეგაცია ესპანეთში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Universitat Politècnica de València - UPV), ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის ვიცე-რექტორმა შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის (BSUN – 2026) საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

„ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც კაცობრიობის მეცნიერული და ტექნოლოგიური შესაძლებლობები უპრეცედენტო სიმაღლეებს აღწევს, თუმცა მშვიდობისა და თანაცხოვრების საკითხები კვლავ უდიდეს გამოწვევებად...

საერთაშორისო ვიზიტები

Vinifera EuroMaster-ის კონსორციუმის პარტნიორთა ყოველწლიური შეხვედრა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მოქმედი საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმის -  Vinifera EuroMaster-ის პარტნიორთა ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ევროპელმა პარტნიორებმა ...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის რექტორის შეხვედრა ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციასთან

„საქართველოს ტექნიკურ და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პარტნიორობის გაღრმავების უმნიშვნელოვანეს პერსპექტივად ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შემუშავება და საერთაშორისო...

საერთაშორისო ვიზიტები

გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრისა და საერთაშორისო კონსულტანტის, დოქტორ შაჰაბ იასრების საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრის, საერთაშორისო კონსულტანტისა და გვირაბმშენებლობის სპეციალისტის, კანადური კომპანიის - “გეოტექნიკური ინჟინერია და...

საერთაშორისო ვიზიტები

იაპონური კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იაპონური ბიზნესკომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. დელეგაციის წევრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტ, პროფესორ...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?