სტუ-ის დოქტორანტი რომან ცერცვაძე სალექციო კურსს საფრანგეთის წამყვან საინჟინრო უნივერსიტეტში წაიკითხავს

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი, რომან ცერცვაძე, საფრანგეთში, Toulouse INP – ENSEEIHT (N7)  უნივერსიტეტში სალექციო კურსს წაიკითხავს. „ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი რომან ცერცვაძე Erasmus+  აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში საფრანგეთში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან საინჟინრო და სატელეკომუნიკაციო უმაღლეს სასწავლებელში –  Toulouse INP – ENSEEIHT (N7)-ში, იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევარმა აქტიური სამეცნიერო საქმიანობა განახორციელა საერთაშორისო აკადემიურ გარემოში, რის შედეგადაც მას მიეცა შესაძლებლობა, აღნიშნულ უნივერსიტეტში სალექციო კურსი წაიკითხოს. რომან ცერცვაძე სტუდენტებს ლექციებს ფიქსირებული ოპტიკური და სატელიტური ქსელების მიმართულებით ჩაუტარებს. სალექციო კურსი თანამედროვე სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტუალურ საკითხებს მოიცავს და მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის უახლესი სამეცნიერო მიღწევებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას. სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, Toulouse INP – ENSEEIHT (N7) ევროპაში საინჟინრო, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სატელეკომუნიკაციო განათლების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლად მიიჩნევა. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აცხადებს, ქართველი დოქტორანტის მიერ ამ უნივერსიტეტში სალექციო კურსის წაკითხვა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მაღალ დონეს და ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დოქტორანტები საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში არა მხოლოდ კვლევით, არამედ საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევიან. რომან ცერცვაძის მიერ საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საინჟინრო უმაღლეს სკოლაში სალექციო კურსის წაკითხვა მისი მაღალი აკადემიური კვალიფიკაციის, სამეცნიერო კომპეტენციისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი აღიარებაა. ფიქსირებული ოპტიკური და სატელიტური ქსელები თანამედროვე ციფრული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური მიმართულებაა. დღეს, როდესაც მსოფლიო სწრაფად გადადის გიგაბიტურ კავშირგაბმულობაზე, 5G/6G ქსელების განვითარებაზე, დაბალორბიტალური სატელიტური სისტემების ინტეგრაციასა და გლობალური ინტერნეტკავშირის ახალი არქიტექტურის ფორმირებაზე, ამ სფეროში ჩატარებული კვლევები და მიღებული ცოდნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დოქტორანტი სწორედ ამ აქტუალურ და სტრატეგიულ მიმართულებაზე წარადგენს სალექციო კურსს საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე. ეს არა მხოლოდ მისი პირადი წარმატებაა, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო სკოლისა და იმ კვლევითი პოტენციალის აღიარებაც, რომელიც უნივერსიტეტში ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ჩამოყალიბდა. მსგავსი საერთაშორისო აკადემიური აქტივობები ხელს უწყობს ახალი სამეცნიერო თანამშრომლობების განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას, ერთობლივი კვლევითი პროექტების ინიცირებას და, საბოლოოდ, ქართული საინჟინრო განათლების ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში“.

 – პროფესორი თალიკო ჟვანია

დოქტორანტ რომან ცერცვაძის თქმით, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, Toulouse INP-ში სამთვიანი აკადემიური ვიზიტი მისთვის მნიშვნელოვანი პროფესიული და სამეცნიერო გამოცდილებაა. როგორც მან  აღნიშნა,  საერთაშორისო კვლევით გარემოში მუშაობამ შესაძლებლობა მისცა, გაეღრმავებინა ცოდნა თანამედროვე ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ემუშავა უცხოელ მეცნიერებთან და ჩართულიყო აქტუალურ სამეცნიერო კვლევებში.

 „დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ახალი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობების განვითარებას და მომავალში ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას. ეს პერიოდი ჩემთვის მხოლოდ აკადემიური გაცვლა არ ყოფილა. როგორც ციფრული სატელეკომუნიკაციო სისტემების დოქტორანტს, მომეცა შესაძლებლობა მემუშავა საერთაშორისო კვლევით გარემოში, მიმეღო ახალი ცოდნა, გადამელახა ახალი გამოწვევები და მემუშავა მრავალფეროვან პროფესიულ თანამშრომლობებში. ამავდროულად, ტულუზაში ცხოვრებამ მომცა შესაძლებლობა ახლოს გამეცნო ახალი კულტურა, გამეცნო არაჩვეულებრივი ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან და შემექმნა მოგონებები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვება. გულწრფელად მადლობელი ვარ ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელების, კოლეგებისა და Toulouse INP-ის მთელი საზოგადოების იმ მხარდაჭერის, წახალისებისა და თბილი მიღებისთვის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ვიგრძენი. მართალია, ეს გაცვლითი პროგრამა დასრულდა, თუმცა ეს არ არის გამომშვიდობება. მოუთმენლად ველი დაბრუნებას ახალი მოტივაციით, ახალი იდეებითა და კვლევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ განსაკუთრებული გზის ნაწილი გახდა“.

 – დოქტორანტი  რომან ცერცვაძე


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ნინო (ნელი) ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სამძიმარს უცხადებს აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ოჯახს...

სიახლეები

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტმა „Horizon Europe“-ის კიდევ ერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტში გაიმარჯვა

„ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში დაფინანსებულ WARIE პროექტში მონაწილეობა ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის, პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში დამკვიდრებული მაღალი რეპუტაციის კიდევ...

Placeholder
სიახლეები

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს განცხადება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა...

სიახლეები

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები „თიბისი კონცეპტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისა და დამსაქმებლების თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალგაზრდებისთვის დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ბიზნესტექნოლოგიების...

სიახლეები

შემოსავლების სამსახურის 23 მებაჟე-ოფიცერს სერტიფიკატები გადაეცა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 23 მებაჟე-ოფიცერს სპეციალიზებული სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. მიმდინარე...

სიახლეები

ქართული დიპლომატიის დღის ფარგლებში წიგნის – „დიპლომატიური და საკონსულო სამართალი“ პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ასლან აბაშიძისა და გიორგი ლობჟანიძის წიგნის...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?