სტუ-ის გუნდმა ერევანში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების პირველ სტუდენტურ „B2B Sales“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდმა, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის „LISS24“ პროექტის ფარგლებში, სომხეთის ეროვნულ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (NPUA) გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების პირველ სტუდენტურ „B2B Sales“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.

 

აღსანიშნავია, რომ  ერევანში, კონკურსის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ  სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თამარ რუხაძე და ამავე ფაკულტეტის სტუდენტები ნიკა გოგლიძე, ზურა ვატიტაძე და დავით ჯალაღონია.

სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებაში საქართველოდან და სომხეთიდან 6 წამყვანი უნივერსიტეტი მონაწილეობდა. როგორც  ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია აცხადებს, კონკურსში მონაწილე თითოეული უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო სამი სტუდენტისა და ერთი მწვრთნელისგან შემდგარი გუნდით. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ დღეს მოეწყო სამი პარალელური ე.წ. „ოთახის ქვეკონკურსი“, სადაც 18 სტუდენტი ერთმანეთს ეჯიბრებოდა.  თითოეული ექვსკაციანი ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტი გადავიდა ფინალურ ტურში, სადაც გამოვლინდნენ საერთო გამარჯვებულები  და საპრიზო ადგილების მფლობელები.

„საერთაშორისო პროექტის – „Learn-Innovate-Sell-Succeed“ (LISS24) მთავარ მიზანს წარმოადგენს B2B (Business-to-Business) გაყიდვების და ინოვაციური შესაძლებლობების გაზრდა სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებში, განსაკუთრებით ინჟინერიის სფეროში, ახალ ციფრულ ეპოქაში. ასეთ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა სტუდენტებისთვის მხოლოდ აკადემიური აქტივობა არ არის – ეს არის მძლავრი პლატფორმა, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. ის სტუდენტებს უხსნის გზას ადგილობრივი აუდიტორიებიდან საერთაშორისო ასპარეზზე. ისინი უნივერსიტეტში ბრუნდებიან გაზრდილი თვითშეფასებით, ახალი იდეებით, მოტივაციითა და იმ ცოდნით, რომელიც მათ გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიან პროფესიონალებად აქცევს. ყოველი ასეთი ვიზიტი არის ინვესტიცია მათ მომავალში“.

                   –  ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია

პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში დაფუძნდა „გაყიდვების ლაბორატორია“. ლაბორატორიისთვის შეძენილია თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა და გადამზადდა შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალი. სტუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სრულად რეაბილიტირდა ლაბორატორიის ფიზიკური სამუშაო სივრცე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროფილის ლაბორატორია საქართველოში პირველია და ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს თანამშრომლობას ბიზნესსექტორსა და უნივერსიტეტს შორის. ლაბორატორია იძლევა შესაძლებლობას, ბიზნესსექტორს შესთავაზოს სხვადასხვა კვლევა მათი გაყიდვების პოტენციალის სტიმულირებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის რექტორი – წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღე რწმენის, სულიერი სიმტკიცის, თავდადებისა და სიკეთის მარადიული გამარჯვების სიმბოლოა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, წმინდა დიდმოწამე...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა...

სიახლეები

სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს ნინო წილოსანი ეწვია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-საგანმანათლებლო პოტენციალისა და ქვეყანაში არსებული გეოლოგიური მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი...

სიახლეები

სტუ-ში ორგანიზაციის „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა – უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდება

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საკუთარ მისიას განიხილავს როგორც უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების, ასევე, ეროვნული ინტელექტუალური, კულტურული და საზოგადოებრივი ღირებულებების...

სიახლეები

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი, ირაკლი გუგუშვილი აირჩიეს

„თანამედროვე უნივერსიტეტი სწავლისა და პიროვნული განვითარების, კრიტიკული აზროვნების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბების გარემოა, სადაც სტუდენტურ თვითმმართველობას განსაკუთრებული ფუნქცია...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?