სტუ-ის რექტორი გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის ვახტანგ დავითაიას გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სახელით, გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს არქიტექტურული სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, აკადემიკოს ვახტანგ (ჯემალ) დავითაიას გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.

„ბატონი ვახტანგ დავითაია იმ თაობის შემოქმედი იყო, რომელმაც ქართულ არქიტექტურაში ახალი ეპოქა შექმნა. მისი მრავალწლიანი პროფესიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, უნიკალური შემოქმედებითი ხედვა, ეროვნული არქიტექტურული ტრადიციების თანამედროვე ფორმებთან შერწყმის უნარი და განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ქართული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.

საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატისა და თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსების მიღმა იდგა პიროვნება, რომელმაც თავისი მრავალწლიანი პროფესიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართული არქიტექტურის ისტორიაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ამ დიდი შემოქმედისა და ღვაწლმოსილი ადამიანის გარდაცვალება. ბატონმა ვახტანგ დავითაიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი მოღვაწეობის 62 წელი მიუძღვნა. ამ ხნის განმავლობაში იგი ღირსეულად ემსახურებოდა უნივერსიტეტს, სადაც წარმატებულ არქიტექტორთა არაერთი თაობა აღზრდა.

ვახტანგ დავითაიას სახელი და შემოქმედებითი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტისა და ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც პროფესიონალიზმის, ეროვნული იდენტობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითი.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.

მსუბუქი ყოფილიყოს ქართული მიწა ბატონი ვახტანგის განსასვენებელზე.

მადლობა ყველაფრისთვის!“.

 

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე

 

ცნობისთვის: ვახტანგ დავითაიას გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნიერო სტატია. არის 250-მდე პროექტის ავტორი, მათ შორის: საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრი “მზიური ველი” ბაკურიანში (არქ. გ. გეგელიასთან ერთად), ბიზნეს ცენტრი “მთაწმინდა” თბილისში, საქართველოს კულტურის ფონდის საგამოფენო დარბაზი თბილისში, საცხოვრებელი სახლები: საგარეჯოში, ქუთაისში, წყნეთში, ოფშკვითში, ტაბახმელაში, პურის ქარხნები: ვაზისუბანსა და თბილისის ზღვის რაიონში, ხელოვნების ცენტრი გულრიფშში, მემორიალებისა: კავკასიის დამცველთა მემორიალი ყარაჩაევო-ჩერქეზეთში, “ალგეთის ბაზილიკა” სოფელ ტბისში, მეზღვაურთა მემორიალი ფოთში, დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისში, “კოლეთის დედა” და ცოტნე დადიანის ძეგლი ფოთში (მოქ. ე. ამაშუკელი), სკოლა 600 მოსწავლეზე სოფელ გავაზში, “ხსოვნის ტაძარი” სოფელ მუხრანში, “ხსოვნის კუბი” ქალაქ სენაკში,  და სხვა. მიღებული აქვს “წლის საუკეთესო არქიტექტურული წიგნის” ორი საერთაშორისო, არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეს “იტერარქ-83”, საქართველოს მინისტრთა საბჭოს (1983) და არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეს “იტერარქ-85” პრემიები; 2005 წელს დასახელდა წლის ადამიანად, არის მას-დელ-პლატას (არგენტინა) სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (1987), აშშ ინდიანას შტატის ქ. მანსის საპატიო მოქალაქე (1989). 2022 წელს სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის „ოქროს მედალი“ , ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის კი უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო – გიორგი ნიკოლაძის მედალი გადაეცა.


მსგავსი

სიახლეები

სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...

სიახლეები

დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...

სიახლეები

სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...

სიახლეები

სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება

სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...

სიახლეები

იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...

სიახლეები

TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?