სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს ბიატლსა და ტრიატლში (თანამედროვე ხუთჭიდი), ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონს ზამთრის ცურვაში, საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს, საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტს, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორს, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსან ჰენრი კუპრაშვილს და ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, წარმატებებს უსურვებს.

„ბატონ ჰენრის ვულოცავ დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

80 წელი არის განვლილი ცხოვრების, პროფესიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის, მიღწევების, დამსახურებების შეჯამების ეტაპი და ამავდროულად მომავალი წარმატებების დასაწყისიც.

ჰენრი კუპრაშვილის მემკვიდრეობა განსაკუთრებული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთ ადამიანში ჰარმონიულად გაერთიანდეს მეცნიერი და პედაგოგი, ისტორიკოსი და ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, საზოგადო მოღვაწე და  სპორტსმენი. მისი მოღვაწეობის თითოეული მიმართულება პროფესიონალიზმით, მიზანდასახულობით, შეუპოვრობითა და საკუთარი საქმისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰენრი კუპრაშვილის პედაგოგიური და აკადემიური მოღვაწეობა არის მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს ცოდნისა და გამოცდილების თაობიდან თაობისთვის გადაცემის კულტურა. მისი ბიოგრაფია ცხადყოფს, რომ წარმატება მხოლოდ ერთი სფეროს მიღწევებით არ განისაზღვრება. ადამიანის ნამდვილი ღვაწლი სწორედ მრავალმხრივობაში, საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში და იმ ფასეულობებში ვლინდება, რომელთა საფუძველზეც ქვეყანა, მეცნიერება, განათლება და სპორტი ვითარდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ჰენრი კუპრაშვილს კიდევ ერთხელ გულითადად ვულოცავ  საიუბილეო თარიღს და ვუსურვებ, მომავალშიც ენერგიითა და  შემართებითა გააგრძელოს საქმიანობა, ღირსეულად ემსახუროს მეცნიერებას, განათლებას, ქართულ სპორტსა და საზოგადოებას, ახალი გამარჯვებებით გაამდიდროს საკუთარი და საქართველოს წარმატებების ისტორია და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იყოს ახალგაზრდა თაობებისთვის შრომისმოყვარეობის და პროფესიონალიზმის ღირსეული მაგალითი“.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე

ცნობისთვის, ჰენრი კუპრაშვილი 5 მონოგრაფიის, 7 სახელმძღვანელოს, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, პრესაში გამოქვეყნებული 400-ზე მეტი სტატიის, ინტერვიუსა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული 50-ზე მეტი მოხსენების ავტორია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 15-ზე მეტი სადოქტორო დისერტაცია. იგი არის სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განხორციელებული მულტი და ინტერდისციპლინური სასწავლო-სამეცნიერო თეორიულ-პრაქტიკულ ღონისძიებათა პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“, ავტორი და ხელმძღვანელი.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის რექტორი – წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღე რწმენის, სულიერი სიმტკიცის, თავდადებისა და სიკეთის მარადიული გამარჯვების სიმბოლოა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, წმინდა დიდმოწამე...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა...

სიახლეები

სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს ნინო წილოსანი ეწვია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-საგანმანათლებლო პოტენციალისა და ქვეყანაში არსებული გეოლოგიური მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი...

სიახლეები

სტუ-ში ორგანიზაციის „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა – უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდება

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საკუთარ მისიას განიხილავს როგორც უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების, ასევე, ეროვნული ინტელექტუალური, კულტურული და საზოგადოებრივი ღირებულებების...

სიახლეები

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი, ირაკლი გუგუშვილი აირჩიეს

„თანამედროვე უნივერსიტეტი სწავლისა და პიროვნული განვითარების, კრიტიკული აზროვნების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბების გარემოა, სადაც სტუდენტურ თვითმმართველობას განსაკუთრებული ფუნქცია...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?