სტუ-ის რექტორი პროფესორ ლამარა ბერიშვილის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით პროფესორ ლამარა ბერიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და კოლეგებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ღვაწლმოსილი მეცნიერისა და პედაგოგის ლამარა ბერიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს და ყველა იმ ადამიანს ვისთანაც მას მრავალწლიანი პროფესიული გზა აკავშირებდა.
ლამარა ბერიშვილის მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. მან მოღვაწეობის თითქმის ექვსი ათეული წლის მანძილზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის განვითარების და სტუდენტთა არა ერთი თაობის პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლამარა ბერიშვილის სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით, სიღრმითა და სიახლისადმი მუდმივი სწრაფვით.
ასოცირებული პროფესორი ლამარა ბერიშვილის ავტორობით 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, ანალიზური ქიმიის 7 სახელმძღვანელო და მეთოდური მითითებანია შექმნილი, სახელმძღვანელოები, რომელებიც გამოირჩევა პრაქტიკული და თეორიული მნიშვნელობით და დღესაც სამაგიდო წიგნია მრავალთათვის.
ნაყოფიერი და წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისთვის მას მიღებული აქვს მრავალი საპატიო სიგელი და ჯილდო.
ლამარა ბერიშვილის სახელი და მოღვაწეობა მუდამ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
მსგავსი
სტუ-ის რექტორი – წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღე რწმენის, სულიერი სიმტკიცის, თავდადებისა და სიკეთის მარადიული გამარჯვების სიმბოლოა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, წმინდა დიდმოწამე...
სტუ-ის რექტორი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა...
სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს ნინო წილოსანი ეწვია
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-საგანმანათლებლო პოტენციალისა და ქვეყანაში არსებული გეოლოგიური მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი...
სტუ-ში ორგანიზაციის „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა – უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდება
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საკუთარ მისიას განიხილავს როგორც უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების, ასევე, ეროვნული ინტელექტუალური, კულტურული და საზოგადოებრივი ღირებულებების...
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი, ირაკლი გუგუშვილი აირჩიეს
„თანამედროვე უნივერსიტეტი სწავლისა და პიროვნული განვითარების, კრიტიკული აზროვნების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბების გარემოა, სადაც სტუდენტურ თვითმმართველობას განსაკუთრებული ფუნქცია...
სტუ-ის რექტორი პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების...