სტუ-ის რექტორი – შევთხოვოთ ღვთისმშობელს მოგვცეს ძალა, ჩვენი არჩევანი მომავალში სიკეთედ, მშვიდობად და განვითარების შესაძლებლობად იქცეს საქართველოსთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე კოლეგებსა და სტუდენტებს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომობის დღეს ულოცავს.
როგორც დავით გურგენიძე თავის მილოცვაში აღნიშნავს, 12 მაისი სიმბოლურად აერთიანებს საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენას – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ის ინტრონიზაციას. რექტორი ერის სულიერ ცხოვრებაში ეკლესიის როლზე საუბრისას აცხადებს, რომ ეკლესია საქართველოში ისტორიულად იყო განათლების, კულტურისა და ზნეობრივი აღზრდის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.
„დღეს ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეა. დღეს იმედის დღეა – წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქადაგება და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი ჩვენი ქვეყნის წილხვდომილობის რწმენა წარმოადგენს სულიერების იმ ერთ-ერთ საფუძველს, რომელზეც შენდებოდა, შენდება და აშენდება ჩვენი ეროვნული იდენტობა.
12 მაისს საქართველოს უახლესი ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი დაიწერა – სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დიდებულ დღეს დაემთხვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ის აღსაყდრება. ერთ დღეში გაერთიანებული ეს სამი უდიდესი თარიღი – სულიერი საწყისი, ღვთაებრივი მფარველობა და ეკლესიის ახალი მწყემსთმთავრის არჩევა არის საძირკველი, რომელიც გვავალდებულებს, მეტი ენერგიით ვემსახუროთ სამშობლოს, სარწმუნოებას, განათლებასა და მეცნიერებას.
დღეს, როდესაც ვიხსენებთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის მოციქულებრივ ღვაწლს, ვადიდებთ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობას და აღვნიშნავთ კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაციას, კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა ქვეყნის, საზოგადოების და მომავალი თაობების წინაშე. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკავშირებს ჩვენს ისტორიულ წარსულთან და მომავალთან, რომლის ფორმირებაც ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზეა დამოკიდებული.
ჩვენ ვართ იმ პროცესის ნაწილი, რომელიც წარსულიდან მოდის და მომავალში გრძელდება. ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებთ, თუნდაც უმნიშვნელოდ გვეჩვენებოდეს, გარკვეულ კვალს ტოვებს და გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი მიმართულებით განვითარდება მომავალი. შევთხოვოთ ღვთისმშობელს მოგვცეს ძალა, ჩვენი არჩევანი იყოს გააზრებული და პასუხისმგებლობით აღსავსე, რომ არ დავკარგოთ იმის შეგრძნება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ნაბიჯი, რომელსაც დღეს ვდგამთ და რომ ეს ნაბიჯები მომავალში სიკეთედ, მშვიდობად და განვითარების შესაძლებლობად იქცეს ჩვენი სამშობლოსთვის“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
მსგავსი
სტუ-ის რექტორი კოლეგებს მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მეცნიერებს, მკვლევრებს, დოქტორანტებსა და კოლეგებს მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს. „ძვირფასო კოლეგებო! გულითადად გილოცავთ...
გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიებს სტუ განცხადებით ეხმაურება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება 2026 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 86/87 ნომერში გამოქვეყნებულ სტატიების ციკლს, რომელიც დომენტი (დიტო) ჩუბინიძის მიმართ...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ნინო (ნელი) ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სამძიმარს უცხადებს აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ოჯახს...
სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტმა „Horizon Europe“-ის კიდევ ერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტში გაიმარჯვა
„ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში დაფინანსებულ WARIE პროექტში მონაწილეობა ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის, პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში დამკვიდრებული მაღალი რეპუტაციის კიდევ...
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს განცხადება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა...
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები „თიბისი კონცეპტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისა და დამსაქმებლების თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალგაზრდებისთვის დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ბიზნესტექნოლოგიების...