სტუ-ის რექტორმა ღვაწლმოსილ თანამშრომლებს ოქროს მედლები და საპატიო დიპლომები გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მეცნიერების განვითარებასა და ახალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის უნივერსიტეტის თანამშრომლებს საპატიო ჯილდოები გადასცა.
სტუ-ის ოქროს მედლები გადაეცათ სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ იოსებ კირცხალიას და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს, ხოლო საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორი ნოდარ მაჭავარიანი და ამავე ფაკულტეტის შახტი-ლაბორატორიის უფროსი მექანიკოსი მერაბ მაისურაძე.
აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტის განვითარებაში ფასდაუდებელია იმ მკვლევართა და პედაგოგთა ღვაწლი, რომლებიც წლების განმავლობაში დიდი სიყვარულითა და თავდადებით ემსახურებიან მეცნიერებას, განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას. რექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია მათი ამაგის დაფასება.
„დღეს ჩვენ დავაჯილდოვეთ ადამიანები, რომლებმაც უნივერსიტეტს მრავალი წელი, ფუნდამენტური ცოდნა და გამოცდილება მიუძღვნეს. თითოეული მათგანის მიღმა თაობების აღზრდისთვის გაწეული დაუღალავი შრომა, ასევე, საინჟინრო დარგებისა და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია. ისინი ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიას ქმნიან. მათი ღვაწლი, გამოცდილება და სტუდენტებთან ურთიერთობა წლების განმავლობაში აყალიბებდა იმ გარემოს, რომლითაც დღეს ასე ვამაყობთ. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მადლობა მათ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ამ საპატიო ჯილდოებითაც გადავუხადოთ“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 19 მაისს დაწესებული ჯილდო – სტუ-ის „ოქროს მედალი” – რექტორის წარდგინების საფუძველზე და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის გაიცემა. აღნიშნული ჯილდო, დაარსებიდან დღემდე, 80-ზე მეტ მეცნიერ-მკვლევარს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
მსგავსი
დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი სეზონი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „შენი კარიერა იწყება სტუ-ში“ - ფარგლებში, დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი, 2026/2027 სასწავლო წლის სეზონი დაიწყო. ინფორმატიკისა...
კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას უერთდება. ღონისძიების მიზანია სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმირება...
შეხვედრა მწერალ და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მწერალსა და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი თანამედროვე ლიტერატურის, მთარგმნელობითი...
სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...
დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...
სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...