სტუ-ში Horizon Europe-ისა და Erasmus+ პროექტების წერის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
15 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა (ვორქშოფი) გაიმართა, რომელიც Horizon Europe-ისა და Erasmus+ პროგრამებისთვის საპროექტო განაცხადების მომზადებასა და წერას მიეძღვნა.
სამუშაო შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმ პრაქტიკული ინსტრუმენტებისა და ცოდნის გაზიარება, რაც აუცილებელია კვლევითი თუ საგანმანათლებლო იდეის სტრუქტურირებულ, კონკურენტუნარიან ევროპულ განაცხადად გარდასაქმნელად.
როგორც ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის უფროსმა, გიორგი მიქიაშვილმა აღნიშნა, შეხვედრა უფრო მასშტაბური ინიციატივის ნაწილს წარმოადგენს.
„ჩვენმა ოფისმა დაიწყო პრაქტიკული ტრენინგების სერიის ჩატარება, რომლის მიზანიც უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეებისთვის საერთაშორისო ფონდებთან მუშაობის რეალური, ხელშესახები უნარების გადაცემაა. ჩვენი ამოცანაა, თითოეულ მკვლევარსა და პროექტის ავტორს მივცეთ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ ის პრაქტიკული ხელსაწყოები, რომლებიც მათ იდეებს ევროპულ დონეზე კონკურენტუნარიანს გახდის.“
– ოფისის უფროსი გიორგი მიქიაშვილი
ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ევროკავშირის (EU) პროექტების წერის ძირითად ლოგიკას. სესიის განმავლობაში ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:
- დაფინანსებადი საპროექტო იდეის ფორმირება და მისი მახასიათებლები;
- აქტივობების დაგეგმვა, მოსალოდნელი შედეგებისა და გავლენის ჩამოყალიბება;
- სამუშაო პაკეტების (Work Packages) სტრუქტურირება;
- ხშირი შეცდომები, რომლებსაც აპლიკანტები პროექტების წერის პროცესში უშვებენ.
შეხვედრის პრაქტიკული ნაწილი დაეთმო საპროექტო განაცხადის სააპლიკაციო ფორმებისა და ბიუჯეტის შევსების ძირითადი პრინციპების განხილვას.
ვორქშოფი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მისი დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა მიიღეს კონკრეტული გაიდლაინები იმის შესახებ, თუ როგორ განავითარონ საკუთარი საპროექტო იდეები და როგორ მოამზადონ ისინი საერთაშორისო საგრანტო კონკურსების მოთხოვნების შესაბამისად.
მსგავსი სამუშაო შეხვედრების ჩატარება მომავალშიც იგეგმება, რაც უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საგრანტო შესაძლებლობების გაძლიერებას, საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის ზრდასა და კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების რაოდენობის გაზრდას ხელს შეუწყობს.
მსგავსი
საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველ კურსზე ჩარიცხული საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის გაცნობას, სტუდენტური ცხოვრების დაწყებასა და მხარდაჭერის შესაძლებლობების...
CSU/SDSU AI კვლევა – ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების მონაწილეობით
21 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (San Diego State University – SDSU), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან...
დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი სეზონი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „შენი კარიერა იწყება სტუ-ში“ - ფარგლებში, დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი, 2026/2027 სასწავლო წლის სეზონი დაიწყო. ინფორმატიკისა...
კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას უერთდება. ღონისძიების მიზანია სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმირება...
შეხვედრა მწერალ და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მწერალსა და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი თანამედროვე ლიტერატურის, მთარგმნელობითი...
სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...
