UNI4VERSE FINEDU-ს საინფორმაციო შეხვედრა სტუ-ში

სიახლეები

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი სტუდენტებს ფინანსური განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროტოტიპების შექმნისა და Web Summit-ზე გამგზავრების შანსს აძლევს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და FinEdu-ს ინიციატივით, საუნივერსიტეტო კონკურსის – UNI4VERSE FINEDU-ს საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. სტუდენტებს პროექტის დეტალები გააცნეს: ავთო თავდიშვილმა (UNI4VERSE პროექტის კოორდინატორი), ზურა კახიძემ (სტარტაპ რანკოს თანადამფუძნებელი და მენტორი) და თამთა შვანგირაძემ (ეროვნული ბანკის წარმომადგენელი).

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობა რეალური ფინანსური გამოწვევების გადაჭრაში ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე IT ინსტრუმენტების გამოყენებით.

კონკურსი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა ფინანსური სერვისების ინტეგრაცია, გრძელვადიანი დაგეგმვა, ფინანსური უსაფრთხოება, ყოველდღიური ხარჯების მართვა და მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადების (Cash Flow) ანალიზი. წლევანდელი მთავარი პრიზი განსაკუთრებით მასშტაბურია – პირველადგილოსანი გუნდი სრულად დაფინანსებით გაემგზავრება გლობალურ ტექნოლოგიურ კონფერენცია WEB SUMMIT-ზე, ხოლო საპრიზო ფონდი 20,000 ლარის გრანტს ითვალისწინებს.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 17 წლის და უფროსი ასაკის ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. რეგისტრაცია მიმდინარეობს გუნდურად (2-4 სტუდენტი +1 მენტორი), ხოლო შიდაუნივერსიტეტო კონკურსის შედეგად უნივერსიტეტის სახელით ფინალში 1 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს.

მნიშვნელოვანი თარიღები და პირობები:

  • ინტენსიური ტრენინგები და მენტორშიფი (FabLab): 26-30 ოქტომბერი
  • Demo Day (თბილისის ტექნოპარკი): 2 ნოემბერი

დაინტერესებულ სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შანსი, აიმაღლონ პროფესიული უნარები და ჩაერთონ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ტექნოლოგიურ გამოწვევაში.


მსგავსი

სიახლეები

სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...

სიახლეები

დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...

სიახლეები

სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...

სიახლეები

სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება

სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...

სიახლეები

იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...

სიახლეები

TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?