იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს.
რეგისტრაციის ვადა 6 ოქტომბრის, 20:00 საათამდე გაგრძელდება. კურსზე დარჩენილია მხოლოდ 20 ადგილი.
რაც შეეხება იტალიურის ენის შესწავლის სხვა მსურველებს, მათთვის კურსის ღირებულება 580 ლარს შეადგენს.
კურსის გასავლელად აუცილებელია იტალიური ენის დამწყები დონის A1 ცოდნა. დასასწრებად კი, Dante-ს წევრობის ბარათი, რომლის მიღება ან განახლება შეგიძლიათ დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის ოფისში.
კურსი ჩატარდება დანტე ალიგიერის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით და დასრულებისას გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი.
დარეგისტრირდით ახლავე.
მსგავსი
სტუ-ის საცურაო აუზის “ტონუსი” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი “ტონუსი” უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....
UNI4VERSE FINEDU-ს საინფორმაციო შეხვედრა სტუ-ში
GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი სტუდენტებს ფინანსური განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროტოტიპების შექმნისა და Web Summit-ზე გამგზავრების შანსს აძლევს. საქართველოს ტექნიკურ...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ქართულ და აფხაზურ ენებზე საერთაშორისო კონფერენციის თეზისების კრებული გამოსცა
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველად შექმნა შესაძლებლობა, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სამეცნიერო კომუნიკაცია ქართულ და აფხაზურ ენებზე განხორციელებულიყო, ხოლო კონფერენციის თეზისების კრებული...
პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლას სთავაზობს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესასწავლად იწვევს. ლიეტუვური ენისა...
სტუ-ის რექტორი – „არ უნდა დავივიწყოთ აფხაზეთი, არ უნდა დავივიწყოთ დაღუპულები და ვეტერანები, არ უნდა დავივიწყოთ დევნილი ოჯახების ტკივილი“
„თავსმოხვეულმა კონფლიქტმა და აფხაზეთის ომმა ქვეყანას უმძიმესი მემკვიდრეობა დაუტოვა – უდიდესი მსხვერპლი, დანგრეული ოჯახები, დაკარგული კერები, ასიათასობით დევნილი, დაობლებული ბავშვები...